ცხადდება კონკრუსი რესტავრაციისა და კონსერვაციის სამეცნიერო ლაბორატორის (განყოფილება) უფროსის პოზიციაზე
სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ცხადდება კონკრუსი რესტავრაციისა და კონსერვაციის სამეცნიერო ლაბორატორის (განყოფილება) უფროსის პოზიციაზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
თანამდებობრივი სარგო: 1330 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:
ლაბორატორიის სამუშაო გეგმის შედგენა, სამუშაოების აღრიცხვა, დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი. ლაბორატორიის განვითარებისთვის ახალი, პროგრესული მეთოდების დანერგვისთვის, სამუშაოს ფორმის დახვეწისა და კადრების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის საჭირო ღონისძიებების ჩატარება. ხელნაწერების დაზიანებების კვლევა თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდების გამოყენებით . ლაბორატორიაში მიმდინარე საკონსერვაციო და სარესტავრაციო სამუშაოების ტექნოლოგიისა და მეთოდიკის დაცვა და კონტროლი. პრევენციული კონსერვაციის ორგანიზება. საერთაშორისო და ადგილობრივ საგრანტო კონკურსებში წარსადგენი პროექტების შერჩევა და მომზადების კოორდინაცია. რესტავრაცია-კონსერვაციის სფეროში სამეცნიერო სამუშაოების წარმოება და მიღებული კვლევების გამოყენება რესტავრაციის სწორად წარმართვისათვის.
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება:დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
სამუშაო გამოცდილება: სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. რესტავრაცია-კონსერვაციის დარგში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია:
- გამოქვეყნებული, მათ შორის ბოლო 6 წლის განმავლობაში, სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;
- 2 სამეცნიერო ნაშრომის/სტატიის ასლი.
- სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელობის/მათში მონაწილეობის გამოცდილება;
- საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში/პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება;
სასურველია:
- სარესტავრაციო პროექტების ჩამონათვალი;
- სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია.
კომპიუტერული პროგრამები:
Microsoft Office Word
უცხო ენები:
ერთ-ერთი უცხო ენა
საკონკურსო განაცხადების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები
- კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირთა განცხადებების მიღება წარმოებს ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე – info@manuscript.ge – 2023 წლის 23 იანვრიდან 2023 წლის 3 თებერვლის ჩათვლით.
- ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ რეგისტრირდება.
- საბუთების გადარჩევის დღედ განისაზღვროს 2023 წლის 6-7 თებერვალი.
- გასაუბრების ჩატარების დღედ განისაზღვროს 2023 წლის 10-13 თებერვალი.
- კონკურსის შედეგები გამოცხადდეს არაუგვიანეს 2023 წლის 17 თებერვლისა.
კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- განცხადება (განაცხადის ფორმა ჩამოტვირთეთ აქედან)
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
- ავტობიოგრაფია (CV ფოტოსურათით)
- დასაკავებელი თანამდებობისთვის აუცილებელი შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი
- გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)
- გამოქვეყნებული 2 სამეცნიერო ნაშრომის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით, ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალსა და კვლევის უნარს
- ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა განმცხადებლის მიერ შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა (არაუმეტეს 2 გვერდისა)
- ჩამონათვალი სამეცნიერო გრანტების (მონაწილეობა/ხელმძღვანელობა (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)
- ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობის ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში).
- ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა იმ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა, რომლის შესრულებასაც აპირებს განმცხადებელი ვაკანტურ პოზიციაზე უახლოესი სამი წლის განმავლობაში (არაუმეტეს 2 გვერდისა)
- კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს დარგის განვითარების კონცეფცია, რომელიც შეეხება როგორც კონკრეტული მიმართულების, ასევე, ზოგადად, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო პოტენციალის განვითარების სტრატეგიულ გეგმებს/ხედვას.
- ინფორმაცია შესაბამისი დარგის 2 რეკომენდატორის შესახებ (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია – ტელეფონი, ელ-ფოსტა), (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)