Scientia – მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

Scientia

 

მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

(გამოწვევები და ტენდენციები ჰუმანიტარულ მეცნიერებებში)

2022 წლის 24-25 ნოემბერი

გასულ წელს, პირველად ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია Scientia. მიმდინარე წელს, კი უკვე მეორე კონფერენციის ჩატარებაა დაგეგმილი. კონფერენციის, ისევე როგორც ჟურნალ Scientia-ს მიმართულება, არის ჰუმანიტარული მეცნიერებები.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ჰუმანიტარული კვლევების ცენტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.

კონფერენციის მიზანია კიდევ ერთხელ წამოწიოს წინ ჰუმანიტარულ დარგში არსებული სამეცნიერო სიახლეები და პრობლემები. 

წლევანდელი კონფერენცია ეძღვნება გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერის, ქართველური და დაღესტნური ენების მკვლევრის, პროფ. ტოგო გუდავას (1922-1971) 100 წლის იუბილეს.

კონფერენციის მიზანია, ჰუმანიტარულ მეცნიერებებში არსებული სამეცნიერო სიახლეებისა და პრობლემების აქტუალიზება და მათ გარშემო დისკუსიას, ხელი შეუწყოს საქართველოში ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარებას.

კონფერენციის თემატიკა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • ისტორია და არქეოლოგია
  • არქივთმცოდნეობა და ისტორიოგრაფია
  • ეპიგრაფიკა
  • ტექსტოლოგია და კოდიკოლოგია
  • ციფრული ჰუმანიტარია
  • ეთნოლოგია და ანთროპოლოგია
  • რესტავრაცია
  • ენათმეცნიერება
  • ენა და ლიტერატურა
  • კულტურული იდენტობები და სოციალური თეორიები

საკონფერენციო განაცხადების მიღება გრძელდება 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით. საკონფერენციო განაცხადთან ერთად — სადაც მითითებული იქნება მომხსენებლის სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი, აფილაცია, ქვეყანა და საკონტაქტო ინფორმაცია — უნდა გამოიგზავნოს მოხსენების ვრცელი აბსტრაქტი (A4 ფორმატის 3-4 გვერდი, 11-იანი sylfaen ფონტით). აბსტრაქტის თარგმანს ინგლისურ ენაზე საორგანიზაციო კომიტეტი უზრუნველყოფს.

კონფერენციაზე წარმოდგენილი განაცხადები გაივლის ორმაგი, ფარული რეცენზირების პროცესს და ავტორებს კონფერენციაში ჩართვის შესახებ ეცნობებათ არაუგვიანეს 5 ნოემბრისა.

კონფერენცია ჩატარდება 2022 წლის 24-25 ნოემბერს ჰიბრიდულ ფორმატში, როგორც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში, ასევე Zoom პლატფორმის გამოყენებით. ამასთანავე გამოქვეყნდება მოხსენებების ვრცელი აბსტრაქტების კრებული, რომელიც მონაწილეებს კონფერენციის გახსნისას დაურიგდებათ. თითოეულ პუბლიკაციას მინიჭებული ექნება DOI კოდი.

აქვე გვინდა განვმარტოთ, რომ კონფერენციაში მონაწილეობა და თეზისების გამოქვეყნება დამოუკიდებელი პროცესია და არ ნიშნავს ჟურნალ Scientia-ში სტატიის ავტომატურ პუბლიკაციას.

საკონფერენციო განაცხადები და შეკითხვები გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: conference.scientia@manuscript.ge

საორგანიზაციო კომიტეტი:

  • მანუჩარ გუნცაძე | კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
  • გორ მარგარიანი | სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
  • ჰიროტაკე მაედა | ტოკიოს მეტროპოლიტენ უნივერსიტეტი
  • ზურაბ თარგამაძე | ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი
  • ვლადიმერ კეკელია | კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
  • ხათუნა ბაინდურაშვილი | კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
  • სოფიო ქადაგიშვილი | ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი
  • ნიკოლოზ ჟღენტი | კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
  • შოთა მათითაშვილი | ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი
  • ლევან კოჭლამაზაშვილი | არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი
  • მიხეილ ქართველიშვილი | ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • გურამ ჩხატარაშვილი | ბათუმის არქეოლოგიის მუზეუმი
  • ციცინო გულედანი | კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
  • თამაზ გოგოლაძე | კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი