კონკურსი ქართველოლოგია ვიკიპედიაში

ქართველოლოგიის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის – „მეცნიერების კალენდარი 2021“ – ფარგლებში, ცხადდება სამეცნიერო-პოპულარული სტატიების კონკურსი ქართველოლოგია ვიკიპედიაში.
კონკურსის მიზანია, საერთაშორისო ონლაინ პლატფორმის – ვიკიპედიის – სანდო წყაროებზე დაფუძნებული მასალებით შევსების გზით, ხელი შეუწყოს ქართველოლოგიის, ქართველოლოგ მეცნიერთა და ქართულ ხელნაწერთა შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და ფართო საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას.
კონკურსი ხორციელდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ვიკიმედიის ქართულ ჯგუფს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ.

კონკურსის პირობები:
– კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც გააჩნია ვიკიპედიის პლატფორმაზე წვდომისთვის საჭირო
მონაცემები.
– საკონკურსოდ წარმოდგენილი სტატია უნდა შეესაბამებოდეს კონკურსის კრიტერიუმებს. (კრიტერიუმები)
– საკონკურსო სტატიებს ღია კონკურსის წესით განიხილავს და გამარჯვებულებს გამოავლენს საკონკურსო კომისია.

ნომინაციები:
კონკურსი ითვალისწინებს ქართველოლოგიის თემაზე შექმნილი ან გაუმჯობესებული საუკეთესო ვიკი სტატიების გამოვლენასა და გამარჯვებულთა დაჯილდოებას, შემდეგი ნომინაციების მიხედვით:
 საუკეთესო ქართულენოვანი სტატია ქართველოლოგიის დარგებისა და მათი მიღწევების შესახებ.
 საუკეთესო ქართულენოვანი სტატია ქართველოლოგ მეცნიერთა შესახებ.
 საუკეთესო ქართულენოვანი სტატია ქართული ხელნაწერის შესახებ.

საპრიზო ფონდი:
თითოეულ ნომინაციაში გამოვლინდება 3 გამარჯვებული სტატია, რომელთა ავტორებსაც გადაეცემათ ერთჯერადი ფულადი ჯილდო:
I ადგილი – 1000 ლარი.
II ადგილი – 800 ლარი.
III ადგილი – 500 ლარი.

კონკურსის ვადები:

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2021 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 15 აგვისტოს 18:00 საათამდე;
გამარჯვებულები გამოვლინდება 2021 წლის 24 სექტემბერს.

კონკურსთან დაკავშირებული საკითხების დასაზუსტებლად, სტატიის შესაქმნელად საჭირო ელექტრონული რესურსებისა და დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს.

ელფოსტა:
exb.edu@manuscript.ac.ge
საკონტაქტო პირები:
ნესტან ბაგაური (T. 599 899 635)
მანანა ღვინერია (T. 555 409 088)

 

🌐 კონკურსის „ქართველოლოგია ვიკიპედიაში“ შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: