VI საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული ხელნაწერი“

VI საერთაშორისო საზაფხულო სკოლა

„ქართული ხელნაწერი“

 

15-24 ივლისი, 2020

თბილისი, საქართველო

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და ლუვენის უნივერსიტეტის  ორიენტალისტიკის ინსტიტუტი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს ქართველოლოგიის VI საერთაშორისო საზაფხულო სკოლის „ქართული ხელნაწერი“ მონაწილეთა შესარჩევად.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს აქვს ქართველოლოგიის საერთაშორისო სკოლების ჩატარების მრავალწლიანი  წარმატებული გამოცდილება.  ცენტრის სტატუსი, მისი ავტორიტეტი და სკოლის თემატიკა ტრადიციულად განაპირობებს სკოლის მიმართ დიდ ინტერესსა და აპლიკანტთა აქტივობას.

VI საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ქართველ და უცხოელ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს (მაგისტრანტი, მაგისტრი, დოქტორანტი, დოქტორი), რომელთა სამეცნიერო ინტერესები შეესაბამება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ძირითად სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს (კლასიკური და/ან ძველი ქართული ფილოლოგია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ხელნაწერი წიგნის კულტურა, რესტავრაცია, დიგიტალიზაცია,  სხვ.).

VI საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული ხელნაწერი“ განხორციელდება 2020 წლის 15-24 ივლისს თბილისში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. სკოლისა და კონფერენციის სამუშაო ენა არის ინგლისური. ლექციებისა და სხვა აქტივობების ჩატარება უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანით. დაგეგმილია საპრეზენტაციო სესია, რომელზეც მოხსენებებით წარსდგებიან სკოლის ქართველი და უცხოელი მონაწილეები.

პროექტი უზრუნველყოფს  მსმენელების  დაბინავებას, კვებას, შიდა ტრანსპორტირებასა და ექსკურსიებს;  არ ანაზღაურებს თბილისში მსმენელების  მგზავრობის ხარჯს.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა 2020 წლის 20 თებერვლამდე უნდა გამოაგზავნონ შევსებული  სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართული ფაილი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: summerschool@manuscript.ac.ge.

შერჩეულ კანდიდატებს ეცნობებათ არაუგვიანეს 2020 წლის 29 თებერვლისა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საკონტაქტო პირს ქვემოთ მითითებულ ტელეფონზე ან ელექტრონულ მისამართზე.

პატივისცემით,

საზაფხულო სკოლის გუნდი

E-mail: summerschool@manuscript.ac.ge

www.summerschool.manuscript.ge

კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

მ. ალექსიძის 1/3

0193, თბილისი, საქართველო

www.manuscript.ge

info@manuscript.ac.ge

საკონტაქტო პირი:

დოქტ. ირინა გოგონაია

პროექტის კოორდინატორი

სამეცნიერო თანამშრომლობისა და პროექტების

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

ტელ.: 577 79 54 54

E-mail: irinagogonaia@manuscript.ac.ge