სოლომონ ასლანიშვილი (ბავრელი) (1851-1924)

პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა ახალციხის ქართველ კათოლიკეთა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიასთან არსებულ სამრევლო სკოლაში და ახალციხის სამაზრო სასწავლებელში. მუშაობდა მოხელედ ფოსტა-ტელეგრაფში. 1878 წლიდან სამუშაოდ გადავიდა “ოსმალოს საქართველოში”. არტანუჯელი მაჰმადიანი ბავშვებისათვის დააარსა კერძო სკოლა, სადაც ქართულ ენას მის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოთი უსასყიდლოდ ასწავლიდა. ყველანაირად გვერდში ედგა ადგილობრივ მოსახლეობას. 1905 წლის რევოლუციის დროს დააპატიმრეს. 1906 გაათავისუფლეს, მაგრამ მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. 1923 წლიდან თბილისის ქართველ კათოლიკე აღმსარებელთა კომიტეტის წევრი იყო. “დროებასა” და “ივერიაში” დაბეჭდილი აქვს მრავალი სტატია “ოსმალოს საქართველოზე”, სადაც ძვირფას ცნობებს იძლევა ადგილობრივი მოსახლეობისა და ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ.

სოლომონ ასლანიშვილის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

ფონდი 24 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიული;
2) შემოქმედებითი;
3) სხვადასხვა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი