გრიგოლ ლორთქიფანიძე (1881-1937)

პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია (1902), სწავლობდა ნოვოროსიის უნივერსიტეტში, ჯერ სამედიცინო, შემდეგ ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. რევოლუციურ საქმიანობაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს, შემდეგ რუსეთში გადაასახლეს. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის დროს რუსეთში იმყოფებოდა. იყო ბელგოროდის ოლქის ერობის სახალხო გაზეთის რედაქტორი. 1918-1921 წლებში, სხვადასხვა დროს, საქართველოს სამხედრო და განათლების მინისტრისა და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობები ეკავა. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დროს მოლაპარაკებას აწარმოებდა რევკომთან. 20-იან წლებში რუსეთში გადაასახლეს. გრ. ლორთქიფანიძე 1937 ჩეკას ჯურღმულებში გარდაიცვალა.

გრიგოლ ლორთქიფანიძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოსწირა მისმა ვაჟმა, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატმა თეიმურაზ ლორთქიფანიძემ 2008 წლის იანვარში.

გრიგოლ ლორთქიფანიძის ფონდი 139 საარქივო საქმეს შეიცავს:
1.ბიოგრაფიული და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა;
2. შემოქმედებითი მოღვაწეობის ამსახველი მასალა;
3. მიმოწერა;
4. სხვადასხვა

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი