ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამები

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სკოლის მოსწავლეები ხშირად სტუმრობენ. ცენტრში მიმდინარე ყველა გამოფენას თან საგანმანათლებლო პროექტი ახლავს, რათა ბავშვებმა კარგად გაიაზრონ აქ დაცული საგანძურის მნიშვნელობა და დაუკავშირონ სასწავლო მასალას.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ყოველთვის ღიაა თანამშრომლობისთვის და სიამოვნებით ემსახურება ნებისმიერი სკოლის მოსწავლეს, მასწავლებელს, სტუდენტს და სხვა დაინტერესებულ პირებს…