ხელნაწერ სიძველეთა დაცვისა და აღრიცხვის დეპარტამენტი
ხელნაწერ სიძველეთა დაცვისა და აღრიცხვის დეპარტამენტი
ხელნაწერ სიძველეთა დაცვის დეპარტამენტი მართავს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ ფონდებს, ანხორციელებს ქართული და უცხოენოვანი ხელნაწერების, ისტორიული საბუთების, საარქივო ფონდების, ფოტოპირებისა და მიკროფილმების შესაბამის ფონდსაცავებში შენახვას, აღრიცხვასა და კონსერვაცია-რესტავრაციას, არეგულირებს მათ გამოყენებას.
დეპარტამენტი აერთიანებს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართულ ხელნაწერთა ფონდსაცავს, რომელშიც თავმოყრილია მეხუთე-მეთვრამეტე საუკუნეების 10000-ზე მეტი ხელნაწერი და პალიმფსესტური ფურცელი, თედო ჟორდანიას სახელობის ქართული ისტორიული საბუთების (40000-მდე ერთეული), უცხოენოვან ხელნაწერთა (4000 ერთეული) და უცხოენოვანი ისტორიული საბუთების (5000 ერთეული) საცავს, დამუშავებული საარქივო ფონდების საცავს (188 საარქივო ფონდი), ფოტოპირების, მიკროფილმებისა და ასლების საცავს, ცენტრის ხელნაწერთა სამკითხველო დარბაზს, კონსერვაციისა და რესტავრაციის ლაბორატორიას.
თანამშრომლები:
დეპარტამენტის უფროსი – მთავარი მცველი | აბულაძე თამარი |
მეცნიერ-თანამშრომელი | მანია ესმა |
მეცნიერ-თანამშრომელი | კობაური ნინო |
მეცნიერ-თანამშრომელი | ხიზანიშვილი ნათია |
მთავარი სპეციალისტი | მეგენეიშვილი ნინო |
უფროსი სპეციალისტი | პატარიძე ქეთევან |
უფროსი სპეციალისტი | ღამბაშიძე ლელა |
სპეციალისტი | ლეჟავა ირინე |
სპეციალისტი | მეხაშიშვილი ნიკოლოზ |
სპეციალისტი | დეპადელი მიხეილ |