ქართველოლოგიის VI საერთაშორისო საზაფხულო სკოლა

„ქართული ხელნაწერი“

2021

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტი ქართველოლოგიის VI საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული ხელნაწერი“ ხორციელდება ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტთან (ბელგია) თანამშრომლობით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (გრანტი № MG-ISE-19-203).

პროექტის მიზანია ხარისხიანი ჰუმანიტარული ქართველოლოგიური, განსაკუთრებით კი, ხელნაწერთმცოდნეობასთან დაკავშირებული ცოდნის აკუმულირება, განვითარება და პოპულარიზაცია, ასევე, ქართულ ხელნაწერთა კვლევის საქმეში სასარგებლო კონტაქტების ჩამოყალიბებისა და ახალი იდეების გენერირების ხელშეწყობა.

 

საზაფხულო სკოლა წარმოადგენს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერთა თაობების მიერ აკუმულირებული ცოდნის გადაცემის ეფექტურ საშუალებას.

 

პროექტი კომპლექსურია და რამდენიმე კომპონენტისგან შედგება:

  • პროექტის ფარგლებში განხორციელდა სკოლის 10 – დღიანი აკადემიური პროგრამა კონკურსის შედეგად შერჩეული მსმენელებისთვის, რომლებიც უცხოეთისა და საქართველოს უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო კვლევით ცენტრებს წარმოადგენენ;
  • მომზადდა და დაიბეჭდა სკოლის მასალების კრებული, რომელშიც მოცემულია სკოლის ფარგლებში წაკითხული ლექციების კურსი, ილუსტრაციებითა და საკითხთან დაკავშირებული ძირითადი ბიბლიოგრაფიით;
  • მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს პროექტის მესამე კომპონენტი – ეს არის ელექტრონული საგანმანათლებლო პლატფორმა el-Manuscript, რომელიც მომზადდა სკოლის ვიდეოსალექციო კურსის საფუძველზე.

სკოლა განხორციელდა 2021 წლის 15-24 ივლისს, სკოლის მუშაობა მიმდინარეობდა  ქართულ და ინგლისურ ენებზე. ლექციებისა და სხვა აქტივობების ჩატარება უზრუნველყოფილი იყო სინქრონული თარგმანით. სკოლის ბოლო დღე (24 ივლისი) დაეთმო მსმენელთა საკუთარი კვლევების პრეზენტაციებს, შედგა დახურვის საზეიმო ცერემონია, მსმენელებს გადაეცათ სერტიფიკატები.

პროექტის ხელმძღვანელია: ისტორიის დოქტორი, კ.კეკელიძის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, ბატონი ზაზა აბაშიძე.

 

 

 

სკოლის აკადემიური პროგრამის შესახებ

სკოლის პროგრამა საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანია, სტრუქტურულად მოიცავს ხუთ სასწავლო მოდულს, რომელთა შინაარსი მოიცავს ხელნაწერთმცოდნეობასთან დაკავშირებულ პრაქტიკულად ყველა სფეროს, ასევე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. ეს მოდულებია:

  1. ქართული დამწერლობა;
  2. ქართული ხელნაწერი;
  3. ქართული ისტორიული დოკუმენტი;
  4. ქართული ძველნაბეჭდი წიგნი
  5. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც უნიკალური ინსტიტუცია – ხელნაწერების უმნიშვნელოვანესი საცავი და სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.

მოდულების ფარგლებში შედგა 23 ლექცია, მათ შორის, ორი გასვლითი, სკოლის თემატიკასთან დაკავშირებულ სივრცეებში – საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეპიგრაფიკის ფონდი და ბოლნისის სიონი, ურბნისის ტაძარი და ატენის სიონი, ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოველი.

მნიშვნელოვანია, რომ ლექციების გარდა ჩატარდა პრაქტიკული მეცადინეობები – ვორქშოფებისა და სიმულაციური თამაშების სახით. მოდულის „ქართული დამწერლობა“ ფარგლებში ჩატარდა კალიგრაფიის ვორქშოფი (5 სთ): მსმენელები გაეცნენ ქართულ ანბანს, მის სამივე სახეს – მრგლოვანს, ანუ ასომთავრულს, ნუსხურსა და მხედრულს,  ბგერათსისტემას, ხელნაწერი ტექსტის სპეციფიკას, გარკვეულ კოდიკოლოგიურ თავსებურებებს, რაც საშუალებას მისცემს მათ, საჭიროების შემთხვევაში, ხელნაწერი წიგნის, ისტორიული საბუთის ან საარქივო მასალის გაცნობისას გამოიყენონ მიღებული ინფორმაცია. მოდულის „ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი“ სასწავლო გეგმა მოიცავდა დიგიტალიზაციის ლაბორატორიის დათვალიერებასა და „დაზიანებული ფურცლის რესტავრაციის“ ვორქშოფს, მოდული „ქართული ხელნწერი“ –  ქაღალდის დამზადების ვორქშოფს.

სკოლის პროგრამა ითვალისწინებდა საპრეზენტაციო სესიასაც, რომელზეც მოხსენებებით საკუთარი კვლევების შედეგების შესახებ წარსდგნენ სკოლის ქართველი და უცხოელი მსმენელები. საპრეზენტაციო სესიას უძღვებოდნენ პროფ. ბერნარ კული (სკოლის სამეცნიერო კომიტეტის თანათავმჯდომარე, ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის (ბელგია, ლუვენ-ლა-ნევი) ორიენტალისტიკის ინსტიტუტის პროფესორი), და დოქტ. ემილიო ბონფილიო, საზაფხულო სკოლის „ქართული ხელნაწერი“ 2016 წლის კურსდამთავრებული, Dumbarton Oaks პროგრამის 2020-2021 წლის სტიპენდიატი-მკვლევარი.

შედგა დახურვის საზეიმო ცერემონია, მსმენელებს გადაეცათ სერტიფიკატები.

 

სკოლის აკადემიური პერსონალის შესახებ

VI საერთაშორისო საზაფხულო სკოლის “ქართული ხელნაწერი“ ფარგლებში სკოლის მსმენელებს სააკუთარი კვლევის შედეგები და მეთოდოლოგია გაუზიარეს ქართველოლოგიის დარგში ცნობილმა ქართველმა მეცნიერებმა, ასევე, უცხოელმა მკვლევრებმა. მნიშვნელოვანია, რომ სკოლის აკადემიური პერსონალის შემადგენლობაში წარმოდგენილია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერთა სამი თაობა, რაც წლების განმავლობაში ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის კვლევაში დაგროვილი ცოდნის უწყვეტობის ერთგვარ გარანტიას წარმოადგენს.

იხ. სკოლის პროგრამა

 

 

სკოლის  მონაწილეებისა და დასწრების ფორმატის შესახებ

განაცხადი VI საერთაშორისო საზაფხულო სკოლის შესახებ და სააპლიკაციო ფორმა გავრცელდა უცხოურ სამეცნიერო ცენტრებსა და უნივერსიტეტებში,  საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, განთავსდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებგვერდებზე; ასევე, თანამონაწილე ორგანიზაციის – ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის (ბელგია) ოფიციალურ ვებგვერდზე:

სკოლის სასწავლო პროგრამამ ტრადიციულად დიდი ინტერესი გამოიწვია. შემოვიდა 70-ზე მეტი სააპლიკაციო ფორმა მსოფლიოს 15 ქვეყნიდან  – საქართველო, აშშ, აზერბაიჯანი, ბელგია, ბულგარეთი,  გერმანია, დანია, რუმინეთი, პოლონეთი,  საფრანგეთი,  საბერძნეთი,  სომხეთი, თურქეთი, ჩეხეთი, ჩინეთი.

განხორციელდა კანდიდატების შერჩევა გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად: კანდიდატის სამეცნიერო პროფილი, სკოლაში მონაწილეობის მოტივაცია, კანდიდატის პრეზენტაციის თემის აქტუალობა, რელევანტურობა, სიახლე, კონტექსტი; სკოლის დასრულების შემდეგ კონტაქტების გაგრძელების პერსპექტივა. აღნიშნული კრიტერიუმების საფუძველზე შერჩეულ იქნა პროექტით გათვალისწინებული 10 აპლიკანტი, რომელთაც შერჩევის შედეგები დადგენილ ვადებში ეცნობათ.

Сovid 19-ის პანდემიის პირობებში სკოლა ჩატარდა ჰიბრიდულ ფორმატში. საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტები და უცხოელ მსმენელთა ნაწილი სკოლის მუშაობაში ჩაერთვნენ face-to-face, ფიზიკური დასწრების რეჟიმში,  დანარჩენი  უცხოელი მსმენელები სკოლის მუშაობაში ჩაერთვნენ Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით.

 

პროექტის შედეგები: ბეჭდვითი და ელექტრონული პროდუქცია

 

სკოლის ფარგლებში დაიბეჭდა სკოლის აკადემიური პროგრამა და  სკოლის ლექციების მასალების კრებული, რომელშიც სასწავლო მასალა წარმოდგენილია ლექციების ვრცელი ორენოვანი ანოტაციების სახით, ანოტაციებს ახლავს ილუსტრაციები და საკითხთან დაკავშირებული ძირითადი ლიტერატურის ჩამონათვალი.

 

სკოლის ლექციების მასალების კრებული ელექტრონული სახით ხელმისაწვდომია ცენტრის ვებგვერდზე (VI საერთაშორისო საზაფხულო სკოლის  მასალებში).

პროექტის ფარგლებში მომზადდა საგანმანათლებლო ელექტრონული პლატფორმა el-Manuscript (წვდომა: https://elearning.manuscript.ge), რომელზეც ამ ეტაპზე წარმოდგენილია სკოლის მიმდინარეობისას ჩაწერილი ლექციები ან მათი ფრაგმენტები, აკადემიური პროგრამის მოდულების მიხედვით. მომავალში დაგეგმილია პლატფორმაზე დავალებებისა და ტესტების კომპონენტის დამატება. პლატფორმაზე განთავსებული სალექციო მასალა, რომელსაც შესაძლებელია უყურო, მოუსმინო ან წაიკითხო, საკითხთან დაკავშირებული ძირითადი ბიბლიოგრაფია, ილუსტრაციების გალერეა, დავალებები და ტესტები დაეხმარება სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს  ცოდნის განმტკიცებასა და დამოუკიდებელი მუშაობის დაგეგმვაში.

ამ ეტაპზე პლატფორმა el-Manuscript ხელმისაწვდომია მხოლოდ საზაფხულო სკოლის კურსდამთავრებულებისთვის, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა ცენტრის სკოლების მუშაობაში 2011 – 2021წწ. ჩვენ ვმუშაოთ, რათა პლატფორმა  ხელმისაწვდომი გახდეს რაც შეიძლება მეტი დაინტერესებული პირისთვის, რასაკვირველია, რეგისტრაციის საფუძველზე.

აღნიშნული ბეჭდვითი და ელექტრონული მასალა წარმოადგენს მნიშვნელოვან სასწავლო რესურსს, რომლის გამოყენება შესაძლებელი იქნება საუნივერსიტეტო სივრცეში, ქართველოლოგიური კვლევების სასწავლო კურსების ფარგლებში.

შესავალი: აკადემიური პროგრამა

სკოლის პროგრამა საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანია, სტრუქტურულად მოიცავს ხუთ სასწავლო მოდულს, რომელთა შინაარსი მოიცავს ხელნაწერთმცოდნეობასთან დაკავშირებულ პრაქტიკულად ყველა სფეროს, ასევე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. ეს მოდულებია:

  1. ქართული დამწერლობა;
  2. ქართული ხელნაწერი;
  3. ქართული ისტორიული დოკუმენტი;
  4. ქართული ძველნაბეჭდი წიგნი
  5. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც უნიკალური ინსტიტუცია – ხელნაწერების უმნიშვნელოვანესი საცავი და სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.

მოდულების ფარგლებში შედგა 23 ლექცია, მათ შორის, ორი გასვლითი, სკოლის თემატიკასთან დაკავშირებულ სივრცეებში – საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეპიგრაფიკის ფონდი და ბოლნისის სიონი, ურბნისის ტაძარი და ატენის სიონი, ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოველი.

მნიშვნელოვანია, რომ ლექციების გარდა ჩატარდა პრაქტიკული მეცადინეობები – ვორქშოფებისა და სიმულაციური თამაშების სახით. მოდულის „ქართული დამწერლობა“ ფარგლებში ჩატარდა კალიგრაფიის ვორქშოფი (5 სთ): მსმენელები გაეცნენ ქართულ ანბანს, მის სამივე სახეს – მრგლოვანს, ანუ ასომთავრულს, ნუსხურსა და მხედრულს,  ბგერათსისტემას, ხელნაწერი ტექსტის სპეციფიკას, გარკვეულ კოდიკოლოგიურ თავსებურებებს, რაც საშუალებას მისცემს მათ, საჭიროების შემთხვევაში, ხელნაწერი წიგნის, ისტორიული საბუთის ან საარქივო მასალის გაცნობისას გამოიყენონ მიღებული ინფორმაცია. მოდულის „ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი“ სასწავლო გეგმა მოიცავდა დიგიტალიზაციის ლაბორატორიის დათვალიერებასა და „დაზიანებული ფურცლის რესტავრაციის“ ვორქშოფს, მოდული „ქართული ხელნწერი“ –  ქაღალდის დამზადების ვორქშოფს.

სკოლის პროგრამა ითვალისწინებდა საპრეზენტაციო სესიასაც, რომელზეც მოხსენებებით საკუთარი კვლევების შედეგების შესახებ წარსდგნენ სკოლის ქართველი და უცხოელი მსმენელები. საპრეზენტაციო სესიას უძღვებოდნენ პროფ. ბერნარ კული (სკოლის სამეცნიერო კომიტეტის თანათავმჯდომარე, ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის (ბელგია, ლუვენ-ლა-ნევი) ორიენტალისტიკის ინსტიტუტის პროფესორი), და დოქტ. ემილიო ბონფილიო, საზაფხულო სკოლის „ქართული ხელნაწერი“ 2016 წლის კურსდამთავრებული, Dumbarton Oaks პროგრამის 2020-2021 წლის სტიპენდიატი-მკვლევარი.

შედგა დახურვის საზეიმო ცერემონია, მსმენელებს გადაეცათ სერტიფიკატები.

საზაფხულო სკოლის მონაწილეთა რეგისტრაცია

მოდულის „ქართული ხელნაწერი“ ფარგლებში სკოლის მსმენელებმა დაათვალიერეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მუდმივმოქმედი გამოფენა, რომელზეც  ქრონოლოგიური თანმიმდევრობით წარმოდგენილია ქართული სასულიერო და საერო ხელნაწერი წიგნების მნიშვნელოვანი ნუსხები VII საუკუნიდან XVIII საუკუნის ჩათვლით.

16 ივლისი

ლექცია-სემინარი: შუა საუკუნეების ქართული ხელნაწერის გამოცემა: რედაქტორის ამოცანები – ემილიო ბონფილიო, ფილოსოფიის დოქტორი, დუმბარტონ ოუკსი (პროგრამის სტიპენდია 2020-2021)

 

ლექცია: შუა საუკუნეების  ხელნაწერი  წიგ-  ნის შედგენის  პრინციპები  (X-XI  სს.)  –  ნესტან  ჩხიკვაძე, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

 

ლექცია: შუა საუკუნეების ქართული ხელნა- წერი წიგნის ისტორიიდან: ლიტურგიული კრებულებიდა- ნ-სასწავლო-სამეცნიერო ხასიათის ხელნაწერამდე (XI-XII სს.) – თამარ ოთხმეზური, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების უფროსი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

 

ლექცია: კ. კეკელიძის სახელობის საქართვე- ლოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერული მემ- კვიდრეობა (წარსული და აწმყო) – მაია მაჭავარიანი, კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

 

კალიგრაფიის ვორქშოპი – ლელა შათირიშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, კოდიკოლოგია-ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

17 ივლისი

ლექცია: ქართული ხელნაწერი წიგნის ყდა – მაია კარანაძე, ფილოლოგიის დოქტორი, კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

 

ლექცია: სპეკალები და სპეკალთა იმიტაციები ქართული ხელნაწერების ჭედურ ყდებზე ¬ ია ახვლედიანი, გეოლოგია-მინერალოგიის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

 

ქართული ხელნაწერი წიგნის საწერი მასალა და საშუალებები – დარეჯან გოგაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილისა და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის მმართველის მოადგილე

 

ქაღალდის შექმნის ვორქშოპი (I სესია) – დარეჯან გოგაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილისა და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის მმართვე- ლის მოადგილე

 

ლექცია-ექსკურსია: კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციები, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციების დათვალიერება – თამარ აბულაძე, ფილოლოგიის დოქტორი, ხელნაწერ სიძველეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი, მთავარი მცველი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

 

კალიგრაფიის ვორქშოფი – ლელა შათირიშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, კოდიკოლოგია-ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

18 ივლისი

გასვლითი ლექცია საქართველოს ეროვნული მუზეუ- მის ეპიგრაფიკის ფონდში. ლექცია: ქართული ეპიგრაფიკა – თეიმურაზ ჯოჯუა, ისტორიის დოქტორი, წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

19 ივლისი

ლექცია: დროისა და სივრცის აღქმა შუა საუკუნეების საქართველოში ისტორიული დოკუმენტების მიხედვით – მზია სურგულაძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკისა განყოფილების უფროსი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

 

ლექცია: საქართველოს სიძველეთსაცავებში დაცული ისტორიული დოკუმენტები: კალიგრაფია და მხატვრული სახე – დარეჯან კლდიაშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი,  კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

 

ქაღალდის შექმნის ვორქშოფი (II სესია) – დარეჯან გოგაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილისა და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის მმართველის მოადგილე

კალიგრაფიის ვორქშოფი – ლელა შათირიშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, კოდიკოლოგი- ა-ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თა- ნამშრომელი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

20 ივლისი

ლექცია: ძველი ქართული სასულიერო მწერლობა – მაია რაფავა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

 

ლექცია:  ძველი  ქართული  საერო  მწერლობა – მაია რაფავა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

 

ლექცია: ქართული ხელნაწერი კოლექციები უცხოეთის სიძველეთსაცავებში – დალი ჩიტუნაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, აღმოსავლურ და სომხურ ხელნაწერთა განყოფილების მთავარი  მეცნიერი  თანამშრომელი,  კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

 

მრგვალი მაგიდა – დისკუსია

 

ქაღალდის შექმნის ვორქშოფი (III სესია) – დარეჯან გოგაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, საქართვე- ლოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილისა და დი- მიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის მმართველის მოადგილე

 

კალიგრაფიის ვორქშოფი – ლელა შათირიშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, კოდიკოლოგია-ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

21 ივლისი

გასვლითი ლექცია: წელთაღრიცხვის სისტემები ძველ საქართველოში – თეიმურაზ ჯოჯუა, ისტორიის დოქტორი, წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატი- კის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

22 ივლისი

წინა დღის მასალის აქტუალიზაცია – ვლადიმერ კეკელია, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივთმცოდნეობის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; ირინა გოგონაია, პედაგოგიკის დოქტორი, სასწავლო და საკვალიფიკაციო პროექტების სამსახურის უფროსი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

 

ლექცია: მინიატურა და დეკორი ქართულ ხელნაწერში –  ნინო  ქავთარია,  ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ხელოვნების ისტორიის განყოფილების უფროსი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ლექცია: ქართული პალიმფსესტები – დალი  ჩიტუნაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, აღმოსავლურ და სომხურ ხელნაწერთა განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ლექცია: ძველი ქართული ლიტერგიკულ- ჰიმნოგრფიული ხელნაწერები და მათი  მნიშვნელობა  –  ეკა დუღაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, კოდიკოლოგია-ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ლექცია-ექსკურსია: დიგიტალიზაცია ხელნაწე- რთა ეროვნულ ცენტრში – დიმიტრი გურგენიძე, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დიგიტალიზაციის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი.

კალიგრაფიის ვორქშოპი – ლელა შათირიშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, კოდიკოლოგია-ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

23 ივლისი

ლექცია-ექსკურსია: იშვიათ გამოცემათა კაბინეტის დათვალიერება, ლექცია-საუბარი „ქართული ძველნაბეჭდი წიგნი (XVII-XVIII სს.)“ – ნანა თარგამაძე, ბიბლიოთეკა-მუზეუმის განყოფილების თანამშრომელი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენ- ტრი

 

ლექცია: ივანე ჯავახიშვილის საარქივო ფო- ნდის შესახებ – ოლივერ რაისნერი, ისტორიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

დაზიანებული ფურცლის რესტავრაციის ვორქშოფი – თამარ დვალიშვილი, კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

კალიგრაფიის გასვლითი შემაჯამებელი ვორქშოფი მცხეთაში: საუკეთესო ნიმუშების გამოვლენა  –  ლელა შათირიშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, კოდიკოლოგია-ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

24 ივლისი

მსმენელთა საკუთარი კვლევების პრეზენტაციები

ოფიციალური დახურვის ცერემონია და სერთიფიკატების გადაცემა