თორნიკე ჭყონია (1909-1986)
თორნიკე ჭყონია (1909-1986)
ფილოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. 1930 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი. 1931-1937 მუშაობდა რაიონულ გაზეთებში (ყვარელი, ბათუმი და სხვ.). 1942-1943 მუშაობდა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე და კითხულობდა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კურსს. 1943 მიიწვიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რუსთაველის სახ. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე. 1959 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში. იგი ბევრს იღვწოდა ძველი ქართული ლიტერატურული ძეგლებისა და საისტორიო საბუთების მოსაძიებლად. სახელდობრ, 1945 საკუთარი ინიციატივით გაემგზავრა ქ. გორკში და იქ, ვ. ლენინის სახ. საჯარო ბიბლიოთეკაში, აღმოაჩინა ქართული ხელნაწერი “კარაბადინი” (1368 გვერდი).
თორნიკე ჭყონიას პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი