რუბენ აღაბაბიანი (1911-1970 )

საქართველოში მოღვაწე არქიტექტორი, პოეტი, მთარგმნელი. 1949 წლიდან კიროვის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი. მუშაობდა არიტექტურის თეორიისა და ისტორიის საკითხებზე. ავტორია 3 მონოგრაფიის: 1. ,,ქართული ხალხური საცხოვრებლის არქიტექტურის შესახებ’’ (1945წ.), 2. ,,გუმბათოვანი ნაგებობის კომპოზიცია საქართველოსა და სომხეთში’’ (1950წ.), 3. ,,მოგზაურობა ორ დროში (სამეცნიერო-არქიტექტურული ანგარიში თურქეთში მგზავრობის შესახებ)’’ (1965წ). ეკუთვნის რამდენიმე ათეული გამოკვლევა და პროექტი.

სამეცნიერო-პრაქტიკული გამოკვევების პარალელურად ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას. მისი ლექსების პირველი წიგნი ,,ლირიკა’’ გამოიცა თბილისში 1930 წელს (სომხურ ენაზე). სომხურ ენაზე თარგმნა და გამოსცა გ. ტაბიძის, გ. ლეონიძის, ი. გრიშაშვილისა და ი. აბაშიძის ლექსები. დაჯილდოებულია ,,საპატიო ნიშნის’’ ორდენითა და მედლებით. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

2011 წლის 31 ოქტომბერს რუბენ აღაბაბიანის პირადი არქივი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შემოსწირა ლერა აღაბაბიანმა (შემოსულობათა წიგნი №1098).

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი