ნიკო სამადაშვილი (1905-1963)

ქართველი პოეტი. ცხოვრობდა და ასწავლიდა ბორჯომის რაიონის სოფელ სადგერის დაწყებით სკოლაში. 1943 წლის 12 იანვარს დააპატიმრეს და ომის შემდეგ გამოუშვეს.პოეტის არც ერთი ლექსი მის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა. ათწლეულების განმავლობაში უცნობი პოეტის, ნიკო სამადაშვილის, ლექსები ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა პოეზიის მოყვარულთა წრეში. პირველი ლექსი მხოლოდ 1967 წელს დაიბეჭდა ,,ლიტერატურულ საქართველოში’’, ხოლო პირველი კრებული ,,ბეთანია’’ 1973 წელს გამოვიდა, მისი მოთხრობები კი 1989 წელს გამოქვეყნდა. ნიკო სამადაშვილს გერონტი ქიქოძე, ვახტანგ კოტეტიშვილი და ერეკლე ტატიშვილი, თვით გალაკტიონ ტაბიძეც განსაკუთრებულ პოეტად აღიარებდნენ.

ნიკო სამადაშვილის საარქივო მასალები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადასცა მზია სამადაშვილმა სხვადასხვა დროს : 2007 წლის 12 ნომბერს (შემოსულობათა წიგნი N746); 2008 წლის 8 იანვარს და ამავე წლის 4 მარტს (შემოსულობათა წიგნი N774; N782).

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი