მესხიშვილები: დიმიტრი, იაკინთე დიმიტრის ძე, სარდიონ დიმიტრის ძე, მიხეილ დიმიტრის ძე, სოფიო, სარდიონის მეუღლე, აპოლონ სარდიონის ძე, სარდიონ სარდიონის ძე, ლეონიდე სარდიონის ძე, ვლადიმერ სარდიონის ძე და ნინო სარდიონის ასული (XVIII-XX სს.)

მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა ოჯახი. მესხიშვილების არქივი 1827-1922 წლების მასალებს მოიცავს.

მესხიშვილების პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოვიდა 1960 წლის 5 ივლისს (შემოსულობათა წიგნი # 74).

მესხიშვილების ფონდი ჩამოთვლილ პირთა 389 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიული;
2) შემოქმედებითი;
3) მიმოწერა;
4) სხვადასხვა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი