გამოცემები

სათაური: ისლამი თბილისში (VIII-XVIII სს.)

ავტორი: ხათუნა ბაინდურაშვილი

რედაქტორი: მზია სურგულაძე

გამოცემის თარიღი: 2023

გამომცემელი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

გვერდების რაოდენობა: 356

ISBN: 978-9941-8-5836-9
DOI 10.6084/m9.figshare.24119334

აღწერა

წინამდებარე გამოკვლევა „ისლამი თბილისში (VIII-XVIII სს.)“, ეძღვნება ისლამისა და მუსლიმური თემის ისტორიას VIII-XVIII საუკუნეების თბილისში. წიგნში მკითხველი გაეცნობა: თბილისში ისლამის გავრცელების ეტაპებს და მუსლიმური თემის გაჩენის პირობებს; მუსლიმური იურიდიულ-თეოლოგიური სკოლების – მაზჰაბების შემოტანისა და დამკვიდრების იდეოლოგიურ და პოლიტიკურ წანამძღვრებს; თბილისის მუსლიმი მოსახლეობის როლს ჩვენი ქვეყნის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე. ასევე ქართულ სოციუმში ისლამის გავრცელებისა და მუსლიმური ტენდენციების დამკვიდრების დინამიკას; ნაშრომში წარმოდგენილია იმ ქართულ-სპარსული დიპლომატიკური ძეგლების ანალიზი, რომლებიც მუსლიმურ გავლენებზე მიუთითებენ. წიგნში, ისლამმცოდნეობითი თვალსაზრისით, პირველად არის შესწავლილი ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები და ორიგინალური ანტიმუსლიმური პოლემიკური ნაშრომები.