ილია ნაკაშიძე (1866-1923)
ილია ნაკაშიძე (1866-1923)
მწერალი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია (1886), სწავლობდა ჯერ ოდესის, შემდეგ პეტერბურგის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. 1895 წლიდან ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას. თანამშრომლობდა გაზ. “კვალთან”, “ივერიასთან”, “ცნობის ფურცელთან” და სხვ. მიმოწერა ჰქონდა ლევ ტოლსტოისთან. 1903 დაბრუნდა საქართველოში. 1918 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ლიტერატურული კრიტიკული წერილები მიუძღვნა ვაჟა-ფშაველას, შიო არაგვისპირელს, დავით კლდიაშვილს, ლევ ტოლსტოის, გი დე მოპასანს და სხვ.
ილია ნაკაშიძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
ილია ნაკაშიძის ფონდი 442 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა;
2) შემოქმედებითი;
3) მიმოწერა;
4) პეტრე ნაკაშიძის მასალები;
5) სხვადასხვა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი