გრიგოლ წერეთელი (1870-1938)
გრიგოლ წერეთელი (1870-1938)
ფილოლოგ-ელინისტი, პაპიროლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი (1893). იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი (1902-1904), იურიევის უნივერსიტეტის პროფესორი (1905-1914), პეტროგრადის უნივერსიტეტის პროფესორი (1914-1920) და კლასიკური ფილოლოგიის კათედრის გამგე. 1920-1938 ივ. ჯავახიშვილის მოწვევით მუშაობდა თსუ-ში კლასიკური ფილოლოგიის კათედრის გამგედ, 1923-1931 უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორად. დიდი წვლილი შეიტანა პაპირუსებისა და ბერძნული ლიტერატურის ისტორიის შესწავლაში. რუსულ ენაზე თარგმნა ანტიკური მწერლობის ნიმუშები, მათ შორის, პირველმა თარგმნა ჰეროდას “მიმიამბები”, აპოლონიოს როდოსელის “არგონავტიკა”.
გრიგოლ წერეთლის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოვიდა 1965 წლის 30 მარტს (შემოსულობათა წიგნი # 242); 1970 წლის 13 აპრილს (შემოსულობათა წიგნი # 350); ნაწილი შემოსწირა ვ. სილოგავამ 1987 წლის 1 ივნისს (შემოსულობათა წიგნი # 619).
გრიგოლ წერეთლის ფონდი 3635 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიის ამსახველი მასალა;
2) შემოქმედებითი;
3) მიმოწერა;
4) სოფიო ივანეს ასული წერეთლის მასალები;
5) ილუსტრირებული მასალა;
6) სხვადასხვა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი