გიორგი ჩუბინაშვილი (1885-1973)

მეცნიერი, ხელოვნების ისტორიკოსი, ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1941). სწავლობდა ფსიქოლოგიას ლაიფციგისა და ჰალეს უნივერსიტეტებში (1907-1912), ქართულ-სომხურ-სპარსულ ფილოლოგიას პეტროგრადის უნივერსიტეტში (1916-1917). 1918-1931 და 1937-1948 იყო თსუ-ს პროფესორი. 1923 იქვე დააარსა “ხელოვნებათმცოდნეობის კაბინეტი” და “ძველი ქართული ხელოვნების მუზეუმი”. იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი რექტორი (1922-1928), საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის “მეტეხის” ხუროთმოძღვრების განყოფილების გამგე (1934-1941). 1941 დაინიშნა ახლად შექმნილი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დირექტორად. მან შეისწავლა და გაარკვია შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების გეზი, გამოავლინა და გამოაქვეყნა მრავალი უცნობი ძეგლი, საფუძველი ჩაუყარა გამოქვეყნებული კომპლექსების ხელოვნებათმცოდნეობით კვლევას.

გიორგი ჩუბინაშვილის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოვიდა 1993 წლის 15 თებერვალს (შემოსულობათა წიგნი # 663).

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი