გამოცემები
გამოცემები
კრებულში მოცემულია სკოლის ფარგლებში წაკითხული ლექციების კურსი ილუსტრაციებითა და თემასთან დაკავშირებული ძირითადი ბიბლიოგრაფიით. სალექციო მასალა კრებულში ხუთი სასწავლო მოდულის მიხედვით არის წარმოდგენილი: 1. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და მისი კოლექციები;
2. ქართული დამწერლობა; 3. ქართული ხელნაწერი; 4. ქართული ისტორიული დოკუმენტი; 5. ქართული ძველნაბეჭდი წიგნი. სასწავლო მასალა წარმოდგენილია ვრცელი ორენოვანი ანოტაციების სახით. ანოტაციებს ახლავს ილუსტრაციები და საკითხთან დაკავშირებული ძირითადი
ლიტერატურის ჩამონათვალი.