გამოცემები

სათაური: ნადირობისა და ტყით სარგებლობის ტრადიცია ძველ საქართველოში

შემდგენლები:ნესტან ბაგაური, მანანა ღვინერია

გამოცემის თარიღი: 2018

გამომცემელი: გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია

გვერდების რაოდენობა: 98

ISBN: 978-92-5-131007-6

ელექტრონული ვერსია: ელ.ვერსია
აღწერა

ალბომი შედგენილია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის – „ველური ბუნების მდგრადი მართვის შესაძლებლობების განვითარება საქართველოში“ – ფარგლებში, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ჩართულობით. სამეცნიერო-პოპულარული ტიპის ალბომი შედგენილია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური მანუსკრიპტების მიხედვით. გამოცემისთვის ტექსტები მოამზადეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა ნესტან ბაგაურმა და მანანა ღვინერიამ, ხოლო ხელნაწერების ციფრულ ვერსიებზე დიმიტრი გურგენიძემ იმუშავა. თარგმანი ეკა ჯინორიძემ და მარია წერეთელმა შეასრულEეს, ალბომის დიზაინი კი ილია ხელაიას ეკუთვნის. გამოცემა მომზადდა მამუკა მესხთან, საქართველოში FAO-ს წარმომადგენლის მოადგილესთან კონსულტაციების შედეგად, პროგრამის ასისტენტის, თინათინ კბილაშვილისა და კომუნიკაციის ოფიცრის, სოფიო ალთუნაშვილის ჩართულობით. სამონადირეო და სატყეო საქმის მიმართულებით, პროექტში ჩართულნი იყვნენ ექსპერტები: რევაზ ბეჟაშვილი (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეროვნული საშენი მეურნეობა) და მერაბ მაჭავარიანი (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეროვნული სატყეო სააგენტო). აქვე მადლობას ვუხდით შოთა არაბულს, რომელმაც მოგვაწოდა არაბულების საოჯახო არქივში დაცული საბუთი (მეწყერსაშიშ ზონაში ხის მოჭრის აკრძალვის შესახებ).