გამოცემები

სათაური: ბიბლიოგრაფიული იშვიათობა, I, II (ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, I და II ტომები
(ილია აბულაძის რედაქციით), ფოტოტიპური გამოცემა

ავტორი:

რედაქტორი: ნარგიზა გოგუაძე, ლანა გრძელიშვილი

გამოცემის თარიღი: 2020

გამომცემელი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

გვერდების რაოდენობა:

ISBN:

აღწერა

„ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები“ 1960-იან წლებში გამოცემული კრებულებია. გამოცემა კრიტიკულია. შესწავლილია ძეგლთა არსებული ნუსხები, რომლებიც გამომცემელთათვის ხელმისაწვდომი იყო. ტექსტი გამართულია ხელნაწერთა მონაცემების მიხედვით.
ნუსხათა წაკითხვა-სხვაობანი სქოლიოებად ერთვის ტექსტს. ამჟამად აღნიშნული წიგნები ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა, თუმცა ღირებულებიდან
და ფილოლოგიურ-ისტორიულ მეცნიერებათა სფეროში მომუშავე თუ დაინტერესებულ პირთა საჭიროებიდან გამომდინარე, მეტად მოთხოვნადია.
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში შეიქმნა გამოცემის სერია „ბიბლიოგრაფიული იშვიათობა“. სწორედ ამ სერიით იბეჭდება აღნიშნული კრებულის I და II ტომები. პირველ წიგნში შედის ორიგინალური ქართული ძეგლები, რომლებიც ეკუთვნის უძველეს პერიოდს (V-X სს.), მეორე წიგნში – ამ ჟანრის მწერლობის ძველი პერიოდის (XI-XV სს.) ძეგლები.