გამოცემები
გამოცემები
ნოემბრის მეტაფრასული საკითხავების გამოქვეყნებით გრძელდება მეტაფრასული თხზულებების ძველი ქართული თარგმანების პუბლიკაცია. წინამდებარე ნაშრომი არის მესამე წიგნი სექტემბრისა და ოქტომბრის მეტაფრასულ თხზულებათა გამოცემების შემდეგ. ნოემბრის საკითხავების მთარგმნელთა შორის არიან: ეფრემ მცირე, თეოფილე ხუცესმონაზონი, არსენ იყალთოელი, დავით ტბელი, სტეფანე სანანო¡სძე და სხვ. განსაკუთრებით
გამოიკვეთა ეფრემ მცირისა და თეოფილე ხუცესმონაზონის როლი მეტაფრასულ თხზულებათა თარგმნისა და მეტაფრასული კრებულების შედგენის
საქმეში. ნაშრომში ძირითად ნუსხებად აღებულია ხეც შ-384 (XI-XII სს.), ხეც A-128 (XII-XIII სს.) და XI საუკუნის ათონური კრებულები – I. იბერ.-36 და I.
იბერ.-37. ტექსტების დასადგენად გამოყენებულია ყველა ის ნუსხა, რომლებშიც შესულია ნოემბრის მეტაფრასული საკითხავები. კრიტიკულად დადგენილ ტექსტებს ერთვის კომენტარები, ლექსიკონი და საძიებლები.