გამოცემები

სათაური: მცირე სვინაქსარი

ავტორი:

რედაქტორი: ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და სამეცნიერო აპარატი დაურთო დალი ჩიტუნაშვილმა

გამოცემის თარიღი: 2021

გამომცემელი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

გვერდების რაოდენობა:

ISBN:

აღწერა

მონოგრაფია ექვთიმე მთაწმიდელის მიერ თარგმნილი „მცირე სჳნაქსარის“ გამოცემას წარმოადგენს. სვინაქსარის ექვთიმე მთაწმიდლისეული
თარგმანი მხოლოდ ერთ – A-648 ხელნაწერშია შემორჩენილი და ადრეული კონსტანტინეპოლური საღვთისმსახურებო პრაქტიკის უნიკალურ ნიმუშს
წარმოადგენს. მონოგრაფიაში მოცემულია სვინაქსარის ტექსტი, შესაბამისი სამეცნიერო აპარატის დართვით – შესავალი, ლიტურგიკულ ტერმინთა ლექსიკონი, ლექსიკონი, ბიბლიურ წიგნთა, ტროპართა, „გამოავლინეთა“ საძიებლები და პირთა და გეოგრაფიულ სახელთა საძიებლები. გარდა ამისა, დანართის სახით წიგნში მოცემულია ექვთიმე მთაწმიდელის მიერ თარგმნილი დიდი პარასკევის ღამისთევის განგებაც, რომელიც სვინაქსარის ხელნაწერს აკლია, სამაგიეროდ შემონახულია სინურ მარხვანში. ნაშრომი საინტერესო იქნება როგორც ქართული სასულიერო მწერლობით, ისე ბიზანტიური ლიტურგიკით დაინტერესებული მკითხველისათვის.