ხელნაწეთრა ერვნული ცენტრის საგამოფენო პავილიონი

20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო პავილიონი, სადაც ხელნაწერების ფოტო ალსებია წარმოდგენილი. საზოგადოებას 10 დღის განმავლობაში საშუალება ექნება გაეცნოს ცენტრში დაცული კოლექციის ნაწილს. პროექტი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის 60 წლის იუბილეს ეძღვნება, ხორციელდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით.