ცხადდება კონკურსი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ცხადდება კონკურსი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლადკონკურსში მონაწილეობის მსურველ პირთა განცხადებები მიიღება ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე - info@manuscript.ge - 2025 წლის 31 მარტიდან 2025 წლის 11 აპრილის ჩათვლით.
დადგენილი ვადების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ რეგისტრირდება.
საბუთების გადარჩევის დღედ განისაზღვროს 2025 წლის 14-15 აპრილი.
გასაუბრების ჩატარების დღედ განისაზღვროს 2025 წლის 16-17 აპრილი.
კონკურსის შედეგები გამოცხადდეს არაუგვიანეს 2025 წლის 25 აპრილისა.თანამდებობის დასახელება: აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
თანამდებობრივი სარგო: 1241.00 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:
სპარსულ და ქართულ ხელნაწერთა კოდიკოლოგიური და ტექსტოლოგიური კვლევა;
სპარსული და ქართული ხელნაწერების აღწერილობაზე მუშაობა (როგორც ადგილობრივი, ისე უცხოეთის ფონდები);
სპარსული და ქართული ტექსტების სამეცნიერო გამოცემების მომზადება;
ფილოლოგიური კვლევები;
ქართულ-სპარსული ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობების კვლევა.
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება: ჰუმანიტარული მეცნიერებები- დოქტორი/დოქტორთან გათანაბრებული
სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია:
ძვ. ქართული და სპარსული ენების ცოდნა;
ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომების სიისა და 2 სამეცნიერო ნაშრომის ასლის წარმოდგენა;
სამეცნიერო გრანტებში/პროექტებში მონაწილეობა;
ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა.
კომპიუტერული პროგრამები:
Microsoft Office Word
Powerpoint
უცხო ენები:
ერთ-ერთი უცხო ენა.
თანამდებობის დასახელება: კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი
თანამდებობრივი სარგო: 1093.00 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:
ძველ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობის მომზადება;
კოდიკოლოგიურ-პალეოგრაფიული კვლევები;
პალიმფსესტებზე მუშაობა;
ძველი აღთქმის წიგნებზე მუშაობა.
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება: ჰუმანიტარული მეცნიერებები -მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია:
ძვ. ქართული ენის ცოდნა;
ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომების სიისა და 1 სამეცნიერო ნაშრომის ასლის წარმოდგენა.
სასურველია:
ძვ. ბერძნული. ებრაული, სომხური ენების ცოდნა;
სამეცნიერო გრანტებში/პროექტებში მონაწილეობა;
ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა.
კომპიუტერული პროგრამები:
Microsoft Office Word
უცხო ენები:
ერთ-ერთი უცხო ენა.კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია
განცხადება
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ავტობიოგრაფია (CV ფოტოსურათით);
დასაკავებელი თანამდებობისთვის აუცილებელი შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში);
გამოქვეყნებული 1 ან 2 სამეცნიერო ნაშრომის ასლი, რომელიც, განმცხადებლის აზრით, ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალსა და კვლევის უნარს;
ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა განმცხადებლის მიერ შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა (არაუმეტეს 2 გვერდისა);
ჩამონათვალი სამეცნიერო გრანტებისა (მონაწილეობა/ხელმძღვანელობა, ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში);
ჩამონათვალი ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობის შესახებ (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში);
ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა იმ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა, რომელთა შესრულებასაც აპირებს განმცხადებელი ვაკანტურ პოზიციაზე უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში (არა უმეტეს 2 გვერდისა);
ინფორმაცია შესაბამისი დარგის 2 რეკომენდატორის შესახებ (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია - ტელეფონი, ელ-ფოსტა), (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში).
კონკურსის ჩატარების წესი და პირობები