ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter-ს


სიახლეები

25 თებერვალი, 2025

ცხადდება ვაკანსია სამეცნირო-ბიბლიოგრაფიის, ტერმინოლოგიისა და საცნობარო ლიტერატურის განყოფილების უფროსის- მთავარი მეცნიერი თანამშრომლის პოზიციაზე

სამეცნირო-ბიბლიოგრაფიის, ტერმინოლოგიისა და საცნობარო ლიტერატურის  განყოფილების უფროსის - მთავარი მეცნიერი თანამშრომლის პოზიციაზეკონკურსში მონაწილეობის მსურველ პირთა განცხადებები გამოაგზვნეთ ელექტრონულ ფოსტაზე - info@manuscript.ge - 2025 წლის 19 თებერვლიდან  2025 წლის 5 მარტის ჩათვლით. დადგენილი ვადების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ რეგისტრირდება. საბუთების გადარჩევის დღედ განისაზღვროს 2025 წლის 6-7 მარტი. გასაუბრების ჩატარების დღედ განისაზღვროს 2025 წლის 11-12 მარტი. კონკურსის შედეგები გამოცხადდეს არაუგვიანეს 2025 წლის 20 მარტისა.დამსაქმებელი:  სსიპ კ.კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი თანამდებობრივი სარგო: 1604 ლარი ადგილების რაოდენობა:  1 სამსახურის ადგილმდებარეობა:   თბილისი სამუშაოს ტიპი:    სრული განაკვეთი სამუშაოს აღწერა:                                                                             განყოფილების სამეცნიერო საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობა და კოორდინაცია,  სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრა;  განყოფილებისთვის წლიური გეგმების შედგენა- შესრულებაზე კონტროლი და სამეცნიერო საბჭოსათვის  სათანადო ფორმით წარდგენა; საერთაშორისო და ადგილობრივ საგრანტო კონკურსებში წარსადგენი პროექტების შერჩევისა და მომზადების კოორდინაცია; გამოსაცემად მომზადებული სამეცნიერო ნაშრომების შერჩევა. ხელნაწერთმცოდნეობის, ჰაგიოგრაფიის, ჰომილეტიკის,ლიტურგიკის დარგში სამეცნიერო და  სამცნიერო-ბიბლიოგრაფიული ლიტერატურის და საენციკლოპედიო მასალის შექმნა და გამოქვეყნება. მოთხოვნები: აკადემიური  ხარისხი   დოქტორი/დოქტორთან  გათანაბრებული სამუშაო გამოცდილება  სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მინიმუმ  6  წლიანი გამოცდილება დამატებითი მოთხოვნები:                                                               აუცილებელია: ქართული სასულიერო მწერლობის ძეგლების კვლევის, საცნობარო-საენციკლოპედიო შინაარსის ლიტერატურის გამოსაცემად მომზადების გამოცდილება. სასურველია:                                                                                     სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობა/ხელმძღვანელობა. ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა. კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office ენები: ერთ-ერთი უცხო ენაკონკურსში მონაწილე კანდიდატთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია განცხადების ფორმა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ავტობიოგრაფია (CV ფოტოსურათით) დასაკავებელი თანამდებობისთვის აუცილებელი შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში) გამოქვეყნებული 2 სამეცნიერო ნაშრომის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით, ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალსა და კვლევის უნარს ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა განმცხადებლის მიერ შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა (არაუმეტეს 2 გვერდისა) ჩამონათვალი სამეცნიერო გრანტების (მონაწილეობა/ხელმძღვანელობა (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში) ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობის ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში). ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა იმ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა, რომლის შესრულებასაც აპირებს განმცხადებელი ვაკანტურ პოზიციაზე უახლოესი სამი წლის განმავლობაში (არაუმეტეს 2 გვერდისა) კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს დარგის განვითარების კონცეფცია, რომელიც შეეხება როგორც კონკრეტული მიმართულების, ასევე, ზოგადად, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო პოტენციალის განვითარების სტრატეგიულ გეგმებს/ხედვას. ინფორმაცია შესაბამისი დარგის 2 რეკომენდატორის შესახებ (სახელი,  გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია - ტელეფონი, ელ-ფოსტა), (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)