მემორიალური მუზეუმ-კაბინეტების სამსახური

კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაარსების დღიდან ფუნქციონირებს ცნობილ საზოგადო მოღვაწეთა მემორიალური კაბინეტები, რომელსაც კურირებას უწევდა ბიბლიოთეკის დეპარტამენტი. დროთა განმავლობაში სამუშაოების და კაბინეტების რაოდენობის ზრდის გამო ჩამოყალიბდა ცალკე სამსახურად.

სამსახურის ძირითადი საქმიანობაა მემორიალური კაბინეტების წიგნადი ფონდის ბიბლიოგრაფიული დამუშავება, ასევე უკვე დამუშავებული მასალის მკითხველისათვის მიწოდება ადგილზე, სამკითხველო დარბაზის მეშვეობით; პასუხისმგებლობა საზოგადო მოღვაწეთა მემორიალური ნივთების დაცულობაზე; კაბინეტების ფონდებით დაინტერესებული დამთვალიერებლებისათვის მეგზურობის გაწევა; საგანმანათლებლო პროგრამებში აქტიური მონაწილეობა.

თანამშრომლები:

სამსახურის უფროსი მეურმიშვილი ნინო
უფროსი სპეციალისტი ხუცურაული ნათია