აღმოსავლური ხელნაწერების ფონდი
აღმოსავლური ხელნაწერების ფონდი
აღმოსავლურ ფონდში ძირითადად თავმოყრილია სპარსული, თურქული და არაბული ხელნაწერები.
ფონდში დაცული ხელნაწერები აღინიშნება სამი ლიტერით K კოლექცია – მოიცავს XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისში მცხოვრები ჯაშიდ არდაშირ აფშარ მაჯდ ოს-სალტანეს პირად კოლექციას. L იგივე, ადგილობრივი კოლექცია – მოიცავს საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, დაღესტნიდან და საქართველოს მოსაზღვრე თურქეთის რეგიონებიდან შემოსულ ხელნაწერებს. ამავე ლიტერით აღინიშნება ის ხელნაწერები, რომელთა შეძენა ხდება კერძო პირებისაგან. L კოლექცია მზარდია. ArAC იგივე შუააზიური კოლექცია – მოიცავს დავით ჩხენკელისა და გიორგი წერეთელის მიერ სამარყანდში, ბუხარასა და შუა აზიის სხვა კულტურულ ცენტრებში მოგზაურობის დროს შეგროვილ ხელნაწერებს, რომლებიც 1935 წელს გადაეცა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს.