ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter-ს


გამოფენები

26 მაისი, 2025

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა, ქალაქ ზუგდიდში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა, ქალაქ ზუგდიდში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ სამეგრელოსთან ისტორიულად დაკავშირებული ქართული ხელნაწერების ასლები, ჩართულიყვნენ ქაღალდის რესტავრაციის პროცესში და გასცნობოდნენ რესტავრაციის ლაბორატორიის სპეციფიკას, ასევე წიგნის აკინძვის ადრეული პერიოდის ტექნიკას.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სივრცეში მოსულ ბავშვებს ცენტრში დაცული 1920 წლის “დედა ენის” გამოცემის სტამბური კლიშეების საფუძველზე მომზადებული რეკვიზიტების გამოყენებით თავად შეეძლოთ დაებეჭდათ „დედა ენის“ რამდენიმე გვერდი. ასევე გაეფერადებინათ შუა საუკუნეების ხელნაწერების ორნამენტებისა და მინიატურების მიხედვით მომზადებული გამოსახულებები და აეწყოთ ფაზლები.

აქტივობებს უძღვებოდნენ ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის უფროსი თამარ აბულაძე, კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის თანამშრომლები: იზოლდა ჯიქიძე, ინგა ბასილაძე, საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების თანამშრომელი მანანა ღვინერია.