ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter-ს


გამოცემები

2026

ისტორიული ეტიუდები - კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო-პოპულარული წიგნების სერია XV

შემდგენელი გიორგი მჭედლიშვილი
გამომცემელი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
რედაქტორი სერიის რედაქტორი ზაზა აბაშიძე რედაქტორი ზაზა აბაშიძე სარედაქციო კოლეგია ზაზა აბაშიძე, შალვა გლოველი, ეკა გოგიჩაიშვილი, ლანა გრძელიშვილი, ვლადიმერ კეკელია, თამარ ოთხმეზური, მზია სურგულაძე, ეთერ ქავთარაძე, ლელა შათირიშვილი
ISBN ISBN 978-9941-9979-5-2; ISSN 2587-4616

აღწერა

აღწერა (რედაქტორისგან) - ყოველ ეპოქას საკუთარი ისტორია და საკუთარი ჭეშმარიტება აქვს. ამ საკუთარ ისტორიასა და ჭეშმარიტებასაც შემფასებელი ჰყავს, ოღონდ განსხვავებული აზრის, მრწამსის, შეხედულების. ერთსა და იმავე მოვლენას, არათუ ისტორიკოსები, არამედ თვითმხილველნიც ხშირად სხვადასხვანაირად აფასებენ. მაშინაც კი, როდესაც ლაპარაკია უახლეს წარსულში მომხდარ ფაქტებზე, მათი ინტერპრეტაცია ხშირად რადიკალურად განსხვავებულია. მიზეზი? _ მიზეზი იგივე, რაც საუკუნეების წინ. ვინ წერს ისტორიას? ვისი დაკვეთით? რა პოლიტიკური თუ იდეოლოგიური მრწამსისაა დამკვეთი და თავად დამწერი? ცხადია, ისტორიკოსის (მემატიანის, აღმწერლის, ქრონისტის, სწავლულის) თვალსაწიერი, მისი ცოდნა, მისი ზოგადი განათლება, და აქედან გამომდინარე, ანალიზის, მოვლენის არსში წვდომის უნარი, ბევრად განსაზღვრავს ისტორიული ნაშრომის (თუ უბრალოდ მონათხრობის) ღირებულებას, სანდოობას. რა არის ისტორია? ვინ და როგორ გადმოგვცემს ცნობებს წარსულზე? ვენდოთ თუ არა ისტორიკოსებს? წარსული და დღევანდელობა; საქართველო და გარესამყარო; საქართველო-აზია; საქართველო-ევროპა; საქართველო-რუსეთი; ქართული კულტურა და მისი ფესვები. სწორედ, ამ და სხვა საინტერესო საკუთრებას ჩვენს წარსულს, აწმყოსა და მომავლს ეხება ეს კრებული, გამოჩენილი და ნიჭიერი მკვლევრის, სამწუხაროდ, უდროოდ წასული ისტორიკოსის, გიორგი მჭედლიშვილისა, რომელიც მან ცალ-ცალკე წიგნებად გამოსცა 2012-2013 წლებში (`მითების ტყვეობაში~, `რა არის ისტორია~, `ისტორიული ეტიუდები~). წინამდებარე სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის წიგნი არის ამ სამი წიგნიდან ამოკრეფილი ნარკვევების კრებული, რომელიც სასარგებლო იქნება ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია საქართველოს ისტორიით, მისი ზნე-ჩვეულებებით, კულტურით, მისი ურთიერთობებით მეზობელ ქვეყნებთან. ამ კრებულშივე შევიტანეთ გიორგი მჭედლიშვილის რამდენიმე ნარკვევი მისი წიგნიდან `ქართველ ქალთა ისტორიული პორტრეტები.