ფინანსური და მატერიალური რესურსების დეპარტამენტი
ფინანსური და მატერიალური რესურსების დეპარტამენტი
ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) ცენტრის ფინანსების მართვა;
ბ) ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მართვა;
გ) ამ დებულებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;
დ) ცენტრის ქონების მფლობელობისა და სარგებლობის ოპტიმალური რეჟიმის დადგენის
უზრუნველყოფა;
ე) მატერიალურ ფასეულობათა მიღება და მოვლა-პატრონობა საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით;
ვ) ცენტრის სხვადასხვა სახის ბეჭდური პროდუქციის (სამეცნიერო კრებულების, ხელნაწერთა, ეროვნული ცენტრის პერიოდული გამოცემის, საცნობარო და ბიბლიოგრაფიული ლიტერატურის,
ფუნდამენტური სამეცნიერო პუბლიკაციების, საიუბილეო და მიძღვნითი კრებულების და სხვა.)
გამოცემის კოორდინირება და სასტამბოდ მომზადება;
ზ) ცენტრის ბიუჯეტის პროექტის და შესრულების მონიტორინგი;
თ) ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულებით
გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
დეპარტამენტის უფროსი | კალაძე ლაშა |