1 მაისს, 16:00 საათზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოება ცენტრის  მხარდასაჭერად იკრიბება. მეგობართა საზოგადოების წევრები არიან საზოგადოების სხვდასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საქმიანობის ხელშესაწყობად რამდენიმე წლის წინ გაერთიანდნენ. შეხვედრაზე წევრები არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ და საკუთარ პოზიციას მედიასა და ფართო საზოგადოებას გააცნობენ. შეგახსენებთ, რომ  ბოლო პერიოდში...

ბოლო პერიოდში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის წარმოიქმნა უთანხმოება რამდენიმე პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით. მათგან აღსანიშნავია: 1. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამომავლო ადგილსამყოფელი; 2. ცენტრის არაადეკვატურად მცირე ბიუჯეტი და თანამშრომელთა დაბალი ანაზღაურება; 3. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან ლაილაშის ბიბლიის შესაძლო გატანა (ეს უკანასკნელი საკითხი დღის წესრიგიდან...

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რამდენიმეთვიან დაპირისიპირებას შედეგად მოყვა სამინისტროს მიერ დირექტორის თანამმდებობაზე კონკურსის გამოცხადება. აღნიშნულ საკითხზე, ასევე დაპირისპირების სხვა მიზეზებზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექტივი პრესეკონფერეციას ატარებს, სადაც ერთობლივი განცხადება გაკეთდება. პრესკონფერენცია გაიმართება 30 აპრილს, 12:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დაბრაზში. საკონტაქტო...

2015 წლის 2 მაისს, 13:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ახალი პროექტის ,,საზოგადო მოღვაწეთა შრიფტები\\" პრეზენტაცია და მოღვაწეთა პირადი საარქივო მასალების გამოფენა გაიმართება. იდეის ავტორი: მუსიკოსი ნიაზ დიასამიძე დიზაინერი: დავით მაისურაძე ფინანსური მხარდამჭერი: ზვიად კორძაძის საადვოკატო ბიურო ტექნიკური უზრუნველყოფა: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი პროექტის ფარგლებში შეიქმნა ათი საზოგადო მოაღვაწის ხელნაწერიდან: ილია ჭავჭავაძის,...

ძვირფასო მეგობრებო, გვსურს გაცნობოთ, რომ ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით  იგეგმება კონკურსის \\"ქართული კალიგრაფია\\" ორგანიზება. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრებ როგორც მოზარდებს ასევე ზრდასრულებს. მონაწილეთა ნამუშევრების შეფასებას უზრუნველყოფს კვალიფიციური ჟიური, რომლის ვინაობაც ცნობილი გახდება კონკურსის თარიღის დადგენის შემდეგ. მსურველთა რაოდენობის გამორკვევის შემდეგ...

ბოლო დროს დ. ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმმა რამდენჯერმე დააყენა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ებრაულ ხელნაწერთა კოლექციის ერთი ნაწილის, მათ შორის უნიკალური, მსოფლიო მნიშვნელობის ლაილაშის ბიბლიის მუზეუმისთვის გადაცემის საკითხი.   ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის (ყოფილი ხელნაწერთა ინსტიტუტის) დაარსების მიზანს წარმოადგენდა ქვეყანაში – სახელმწიფო თუ კერძო კოლექციებში – არსებული...

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს სტაჟიორთა ახალი ნაკადის მიღებას. სტაჟიორთა შერჩევა კონკურსის წესით ხორციელდება.    სტაჟიორად მიიღება საქართველოს ავტორიზებული და ავტორიზებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტი, ასევე, უმაღლესი განათლების მქონე პირი (თუ მოთხოვნაში არ არის დაზუსტებული საფეხური).   სტაჟირების განმავლობაში სტაჟიორები ცენტრის  დეპარტამენტების, ლაბორატორიებისა...

პროექტის მიზანი: ქართველ მეფეთა მემკვიდრეობის, როგორც ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიის ამსახველი მასალის პოპულარიზაცია; ქართველი მეფეების ავტოგრაფების გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის; ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, როგორც მრავალმხრივი წერილობითი ძეგლების უდიდესი საცავის პოპულარიზაცია. პროექტის სამიზნე აუდიტორია: სამართლის და სახელმწიფოებრიობის ისტორიით დაინტერესებული პროფესიული საზოგადოება; ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები და...

2015 წლის პირველ აპრილს, 11:00 საათიდან კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კორნელი კეკელიძის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება კონფერენცია ,,ტექსტოლოგიური ძიებანი’’.   კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს ცენტრის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულების, ძველი ქართული ტექსტების გამოცემებისა და ტექსტოლოგიური კვლევების გააქტიურებასა და განვითარებას.   მოხსენებებში წარმოდგენილი იქნება ძველი ქართული ტექსტების გამოცემასთან...

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს სტაჟიორთა სასერთიფიკატო საბუთების მიღებას. იმ სტაჟიორებმა, რომელთაც დაასრულეს სტაჟირება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში და სურთ გაიარონ სასერთიფიკატო გასაუბრება პრეზენტაცია, გთხოვთ, გამოფენისა და განათლების დეპარტამენტში წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები: განცხადება (ფორმა); პერსონალური მონაცემების ფორმა შევსებული, სტაჟირების უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციასთან ერთად (რეკომენდაცია, ხელმოწერილი უშუალო ხელმძღვანელის და დეპარტამენტის...