საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამა ხელმოწერა – ძალა ისტორიასა და სამართალში
Posted at h
in News
პროექტის მიზანი:
- ქართველ მეფეთა მემკვიდრეობის, როგორც ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიის ამსახველი მასალის პოპულარიზაცია;
- ქართველი მეფეების ავტოგრაფების გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის;
- ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, როგორც მრავალმხრივი წერილობითი ძეგლების უდიდესი საცავის პოპულარიზაცია.
პროექტის სამიზნე აუდიტორია:
- სამართლის და სახელმწიფოებრიობის ისტორიით დაინტერესებული პროფესიული საზოგადოება;
- ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები;
- დაინტერესებული ფართო საზოგადოება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:
გამოფენა ხელმოწერა – ძალა ისტორიასა და სამართალში:
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მეფეების: თამარის, გიორგი III-ის, ლაშა-გიორგის, ერეკლე II-ის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების მიერ გაცემული სიგელები მათ ხელმოწერებით. ეს გამორჩეული მნიშვნელობისა და, ხშირ შემთხვევაში, იურიდიული დატვირთვის მქონე ავტოგრაფები შემორჩენილია: მეფეთა მიერ გაცემულ სიგელებსა და განკარგულებებზე, რომლებიც უმეტესწილად უნიკალურად გაფორმებულ ნიმუშებს წარმოადგენს.
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების საბაზო და საშუალო სკოლის მოსწავლეებისათვის:
მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ ჯგუფურ სამუშაოში, რომელიც ითვალისწინებს დაკვირვებულ მუშაობას წარმოდგენილ ისტორიულ საბუთებთან. ამას გარდა, ისინი შეძლებენ თავად შექმნან ისტორიული დოკუმენტი (სიგელი, ბრძანება, წყალობა და სხვ.);
სტუდენტებისათვის:
გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია საგანგებო ლექცია სტუდენტებისათვის სახელწოდებით:
„ხელმოწერა – ძალა ისტორიასა და სამართალში“
ლექცია მომზადებულია ჰუმანიტარული მიმართულებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებებით დაინტერესებული სტუდენტებისათვის.
ლექციაზე დასწრება თავისუფალია.
გამოფენისა და საგანმანათლებლო პროგრამების გრაფიკი
- გამოფენის გახსნა: 30 მარტს, 17:00.
- გამოფენა გასტანს 31 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე.
- საგანმანათლებლო პროგრამა მოსწავლეთათვის: 30-დან 3 აპრილის ჩათვლით, თან ახლავს საექსკურსიო ვიზიტს.
- ლექცია სტუდენტებისათვის: გაიმართება 3 აპრილს, 17:00 სთ.
დამატებითი ინფორმაცია
გამოფენაზე ჯგუფების ვიზიტისათვის აუცილებელია წინასწარი ჩაწერა.
ბილეთის საფასური: 1 ლარი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: მერაბ ალექსიძის 1/3
გამოფენისა და განათლების დეპარტამენტი
ელ.ფოსტა:exb.edu@manuscript.ac.ge
ტელ: 2474242
599 899 635
599 899 637