უორდროპების საქართველო – ისტორია და დღევანდელობა

უორდროპების საქართველო – ისტორია და დღევანდელობა

 

12 ნოემბერს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნა გამოფენა „უორდროპების საქართველო – ისტორია და დღევანდელობა.“
ცენტრს ეწვია ბრიტანეთის ელჩი ჯასთინ მაქენზი სმითი და სტუმრებთან ერთად დაათვალიერა ცენტრში დაცული, უორდროპებთან დაკავშირებული, საარქივო მასალა.
ღონისძიება გახსნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: ბრიტანეთის ელჩმა ჯასთინ მაქენზ სმითმა, განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა ზვიად გაბისონიამ, საგამოფენო და საგანმანათლებლო განყოფილების ხელმძღვანელმა ნესტან ბაგაურმა და ბრიტანულ-ქართული სკოლის XI კლასის მოსწავლე ელენე ლეკვეიშვილმა. ელენემ საგანგებოდ დღევანდელ დღეს წარადგინა პრეზენტაცია, რომელსაც ლექციის სახით გააცნობს თავის თანატოლებს კვირეულის განმავლობაში.
გამოფენა 19 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ღონისძიება ეძღვნება მარჯორი სკოტ უორდროპის დაბადებიდან 150 წლისა და ოლივერ უორდროპის დაბადებიდან 155 წლის შესრულებას.

https://www.facebook.com/pg/Manuscript.ge/photos/?tab=album&album_id=2710956132294101&__xts__%5B0%5D=68.ARA-37ScBAUjCUW6-u7AhQWY3R3h0pa3lh4puPPWazswy2rX8Q6lEW70gQON7srBut95DBQEDEbDRIvwMsXd0L_ikSipnbfZ8OPsDmWSqLQQgaP6sOnw1RTVZXldiYrFWK_8P8z86ox6RioEmRAInXFeuU6WVPUn1-2P_gZPS-XFx2q6cXPIGeQe_BPzfi8ihrNhe1RHR6PD1WeHnAqBO8gDw0xkKVU4UcUyDbkYX17EuJUr-4T0TwlY3HEreRrkfqtgBNPkbuCHKXe0fx0Ljvuq8oN0oWiCY9QFGQJHZCtNJ5OsSRLPc2jLpQPfjhfswYrXvERlicI-rejJpEvi5a229DtJidOV0vTxjTw-ZJ4AO4ZEkGspNr0SkAVztq7N1Qb-NxWwsPm78AA51L3TC4ARCShiWXwWZTXWRFfbHcNSOzc9yDEQqL3SkR3YuTlWYb58UiJ6scmQdEhucZQgdYK9s-g5gDzHJTW_7r3Km0C0141b4VHVIVYu1rn7poej6c9AlWybcVopC34QfuTog5VqHXsjJbzZnkZNrm8SBw&__tn__=-UC-R