გამოცემები
გამოცემები
სათაური: ქართული ხელნაწერი
შემდგენელი: მაია კარანაძე, ლელა შათირიშვილი, ნესტან ჩხიკვაძე,
თამარ აბულაძის მონაწილეობით
რედაქტორი: ნესტან ჩხიკვაძე
გამოცემის თარიღი: 2018
გამომცემელი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
გვერდების რაოდენობა: 188
ISBN: 978-9941-9564-5-4
მეორე გადამუშავებული გამოცემა
წინამდებარე ალბომში წარმოდგენილია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში (A, H, S, Q) დაცული V-XIX საუკუნეების ქართული ხელნაწერი წიგნები და უცხოეთის (სინის მთAა, იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქო) ქართული კოლექციების ის ფოტოასლები, რომელთა გამოყენების უფლებასაც ფლობს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. ალბომში შესული ადიშის ოთხთავის მხატვრული ასლი შესრულებულია ავტორთა მიერ შედგენილი აღწერილობისა და მითითებების საფუძველზე. ყველა ეს ხელნაწერი თვალნათლივ ასახავს წიგნის, როგორც კულტურულ-ისტორიული ფენომენის, წარმოშობისა და განვითარების ისტორიას. ალბომი შედგება ოთხი თავისგან. მასში თავმოყრილ მასალას ახლავს ზოგადი შინაარსის საინფორმაციო ტექსტი და სათანადო ფოტონიმუშები ანოტაციების თანხლებით. ალბომს ერთვის ძირითადი ბიბლიოგრაფია. ალბომი გამიზნულია ქართული წერილობითი კულტურის ისტორიით დაინტერესებული მკითხველისთვის.