I საერთაშორისო კონფერენცია: „საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია“
ცხადდება მონაწილეთა მიღება I საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია“, რომელიც ეძღვნება წმ. გრიგოლ ფერაძის დაბადების 120 წლისთავს.
კონფერენცია ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მის.: ი. ჭავჭავაძის გამზირი, № 1).
კონფერენციის თარიღი: 11-13 სექტემბერი, 2019 წ.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება უფასოა.
კონფერენციის თემატიკა:
მოხსენება შესაძლოა ეხებოდეს წმ. გრიგოლ ფერაძის ცხოვრებას და მოღვაწეობას, აგრეთვე ქართველოლოგიური დარგის ნებისმიერ საკითხს.
კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დოქტორანტებს, დოქტორებს და მასთან გათანაბრებულ აკადემიური ხარისხის პირებს.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა, თეზისები უნდა გამოაგზავნონ (მაქს. 250 სიტყვა) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sopio.kadagishvili@tsu.ge
თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2019 წლის 15 ივლისი
ინფორმაციას კონფერენციაში ჩართვის შესახებ მიიღებთ ელ-ფოსტაზე, არაუგვიანეს 2019 წლის 31 ივლისი.
წარმოდგენილი მოხსენებები, რეცენზირების გავლის შემდეგ, გამოქვეყნდება ვარშავაში გამომავალ ქართველოლოგიურ ჟურნალში “Pro Georgia”.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან:
- თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი;
- ვარშავის უნივერსიტეტი, აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრი;
- კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი;
- გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი.
კონფერენცია ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული ფონდის მხარდაჭერით.