ქვემო ქართლის კალიგრაფიის კონკურსი 2019

14 ივნისს რუსთავის ცენტრალურ პარკში ქვემო ქართლის კალიგრაფიის ყოველწლიური კონკურსის გამარჯვებულთა და ფინალისტთა დაჯილდოება გაიმართა. გამოიფინა კონკურსანტთა საუკეთესო ნამუშევრები.

კონკურსს 2011 წლიდან რუსთაველ მოსწავლეებს შორის ყოველწლიურად ატარებს სკოლა „ლაზარე“. კონკურსის დამფუძნებლები და ხელმძღვანელები არიან სკოლის დირექტორი ნუგზარ მაისურაძე, კალიგრაფები დავით და თეონა მაისურაძეები და ხელოვნებათმცოდნე ლელა შიუკაშვილი. 2016 წლიდან კონკურსის ორგანიზატორებს შემოუერთდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის — გუბერნატორის აპარატი და მას შემდეგ კონკურსი მთელი რეგიონის ფარგლებში ტარდება.

კონკურსის მიზანია კალიგრაფიის ხელოვნების პოპულარიზაცია, მოსწავლეთათვის ტრადიციული ქართული კალიგრაფიის გაცნობა, ქართული კალიგრაფიის და ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივება, ეროვნული უმცირესობების ქართულ დამწერლობასთან, ენასთან, კულტურასთან და საზოგადოებასთან ინტეგრირების ხელშეწყობა, აგრეთვე ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების დამეგობრება და მათი შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა.

მადლობას ვუხდით კონკურსის ყველა მხარდამჭერს:

– ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატს,
– ქალაქ რუსთავის მერიას,
– თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს,
– ბოლნისის მუნიციპალიტეტს,
– ბოლნისის ეპარქიას,
– საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს,
– საქართველოს ეროვნულ არქივს,
– საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას,
– საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს,
– რუსთავის ისტორიულ მუზეუმს,
– გამომცემლობა „არტანუჯს“,
– „ჯეოპოსტერს“,
– „კოწიწაშვილი და კომპანიას“,
– რუსთავის საცურაო კომპლექს „არენას“,
– ბავშვთა გასართობ ცენტრ „შერეკილს“,
– სილამაზის სალონ „სტილს“,
– სილამაზის სალონ „გლამურს“,
– რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკს.

– ბუბა კუდავას,
– ნესტან ბაგაურს,
– მარიამ კიკალიშვილს,
– სიოფიო ჯობავას,
– ნუცა მახარაძეს,
– გიორგი ჩუბინიძეს,
– გოჩა ლორიას,
– ლევან ჟვანიას,
– გიორგი კოწიწაშვილს,
– ვახტანგ კოწიწაშვილს.

https://www.facebook.com/skola.lazare.7/media_set?set=a.2278370675747553&type=3