პატარა კალიგრაფები თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე
თბილისის წიგნის ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორის თიბისი ბანკის ინიციატივით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და სკოლა „ლაზარეს“ ჩართულობით მოეწყო კალიგრაფიის ვორქშოფი. 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს პატარა კალიგრაფები დაინტერესებულ პირებს კალიგრაფიის თავისებურებებს უხსნიდნენ. აქტივობის ფარგლებში მსურველებმა თვითონ შეასრულეს საკუთარი სახელების კალიგრაფიულ ნიმუშები, გააფორმეს საზედაო ასოები, ხოლო კალიგრაფებმა თავიანთ შესრულებული ნამუშევრები საჩუქრად გადასცეს მსურველებს. აღნიშნული აქტივობის მიზანი იყო ახალგაზრდების უფრო მეტად დაახლოვება ქართული იდენტობის განმსაზღვრელ მნიშნველოვან ნაწილთან – ქართულ ანბანთან. მომავალი თაობისათვის უკეთ გაცნობა ქართული ანბანის მოხაზულობის თავისებურებებისა და მისი გამორჩეულობის მთავარი დეტალების. გარდა ამისა უფრო მეტის გაგება, ისტორიის მთავარი წყაროს, ხელნაწერი მემკვიდრეობის, შესახებ, რომელმაც დღემდე შემოგვინახა ქართული დამწერლობის ნიმუშები.
https://www.facebook.com/pg/Manuscript.ge/photos/?tab=album&album_id=2404970796225971&__tn__=-UC-R