განცხადება საიუბილეო კრებულის „კ. კეკელიძე – 140“ შესახებ
Posted at h
in სიახლეები
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემია გამოსაცემად ამზადებს საიუბილეო კრებულს – „კ. კეკელიძე – 140“. კრებულში გამოქვეყნდება სამეცნიერო სტატიები ძველი ქართული მწერლობის პრობლემატიკიდან. სტატიების მოწოდების ბოლო ვადაა 2019 წლის პირველი ოქტომბერი.
პირველ სექტემბრამდე გამოქვეყნების სურვილი სავარაუდო სათაურით და ძალზე მოკლე ანოტირებით (არა უმეტეს ნახევარი A 4 თაბახისა) შეგიძლიათ გადმოგვიგზავნოთ ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე, რის შემდეგაც მიიღებთ დაწვრილებით ინფორმაციას სტატიის გამოქვეყნების შესახებ.
ელექტროული მისამართი: kartvelologist@gmail.com
![ხელნაწერი](https://manuscript.ge/wp-content/uploads/2019/05/download-150x150.jpg)
![მეცნიერებათა აკადემია](https://manuscript.ge/wp-content/uploads/2019/05/logo-240-150x150.jpg)
![gr](https://manuscript.ge/wp-content/uploads/2019/05/gr-150x150.png)