კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები ქართულ ხელნაწერებს გაეცნენ

27 მაისს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სტუმრად ეწვივნენ კავკასიის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მენეჯმენტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები, ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის ადმინისტრაციის წევრებთან ერთად. სტუდენტებთან შეხვედრას უძღვებოდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი ესმა მანია. სტუმრები გაეცნენ სამედიცინო ხასიათის ხელნაწერებსა და საარქივო დოკუმენტებს.

https://www.facebook.com/pg/Manuscript.ge/photos/?tab=album&album_id=2395883767134674&__tn__=-UC-R