სან დიეგოს უნივერსიტეტი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
Posted at h
in სიახლეები
27 მარტს, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვივნენ სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. მათი სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს პოემა “ვეფხისტყაოსნის” შესწავლას. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში კი საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ორიგინალი ვეფხსიტყაოსნის ხელნაწერი. გარდა ამისა უფრო მეტი გაეგოთ ქართული ხელნაწერი კულტურის, ქართული ანბანისა თუ წიგნის შექმნის ისტორიაზე.