Online ენციკლოპედია
პროექტის დასახელება: Online ენციკლოპედია
დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პროექტის ხელმძღვანელი: ესმა მანია
დასრულებული პროექტის აღწერა და შედეგები: პროექტის მიზანია თავი მოუყაროს ქართულ ხელნაწერთან დაკავშირებულ ყველა ძირითად საკითხს; დაგროვილი ისტორიულ-ფილოლოგიური ნაშრომებისა და დამოუკიდებელი კვლევების საფუძველზე მოახდინოს ქართულ ხელნაწერ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ერთიანი სურათის რეკონსტრუქცია. ჰუმანიტარულ მეცნიერებებში საინფორმაციო ტექნოლოგიების აქტიურად ჩართვა მეცნიერთათვის კვლევითი პროცესის გამარტივებას გამოიწვევს. Online ენციკლოპედია დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს სწრაფად მოიძიონ და გაეცნონ მათთვის საჭირო ინფორმაციას. ინგლისურ ენოვანი ვერსიის არსებობა კი უზრუნველყოფს ქართული ხელნაწერის შესახებ არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უცხოელ მკვლევართათვის და დაინტერესებულ პირთათვის. ელექტრონული ენციკლოპედია განკუთვნილია როგორც სპეციალისტების, ისე ფართო საზოგადოებისთვის, მისი გამოყენება აქტიურად იქნება შესაძლებელი საგანმანათლებლო პროცესშიც. წარმოდგენილი პროექტი ქართულ ხელნაწერ კულტურაზე ენციკლოპედიის შექმნის პირველი მცდელობაა. პროექტი 2012 წელს დასრულდა.