ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტების ვიზიტი
2018 წლის 12 დეკემბერს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სტუმრად ეწვივნენ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები. მათ დაათვალიერეს ცენტრში მოქმედი მუდმივი გამოფენა “ქართული ხელნაწერი”, სადაც წარმოდგენილია ქართული ხელნაწერების გამორჩეული ნომუშები (VII საუკუნიდან XIX საუკუნის ჩთვლით). ასევე სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ ეხილათ ათამდე ორიგინალი ხელნაწერი, რომლებიც საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამის “წყაროები მოგვითხრობენ” ფარლგებში გამოიფინა. მათ შორისაა: ვხტანგ VI-ის ავტოგრაფი – ქიმიის სახელმძღვანელო, XVIII საუკუნის არითმეტიკა, მუსიკის სახელმძღვანელო (XIX ს), ვეფხისტყაოსანი, სულხან-საბა ორბელიანის ლექსიონი და სხვა. გამოფენის მიზანია სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შეეძლოთ თავისი თვალით იხილონ, ახლოდან შესძლონ დაკვირვება, ანალიზი უნიკალური ნიმუშებისა და თავიანი წარმოდგენა შეექმნათ ხელნაწერი მემკვიდრეობის შესახებ. გარდა ამისა სტუდენტებმა დაათვალიერეს ცენტრის იშვიათ გამოცემათა კაბინეტი. გაეცნენ ისეთ გამოცემებს როგორიცაა: პირველნაბეჭდი ქართულ-იტალიური ლექსიკონი, რომში დაბეჭდილი ქართული ანბანი, ვახტან VI-ის სტამბაში დაბეჭდილი ვეფხისტყაოსანი და სხვა.