ცხადდება სტაჟირება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

კორნელი კეკელიძის სახელობის  საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს სტაჟიორთა ახალი ნაკადის მიღებას შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებში:

1.დეპარტამენტი/სამსახური/ლაბორატორია

განათლებისა და გამოფენების განყოფილება

ვაკანსიების რაოდენობა

4

მოთხოვნები (სასურველია)

ჰუმანიტარული მიმართულების სტუდენტები (სამივე საფეხურის): ისტორია, ფილოლოგია,
ინგლისური ფილოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, კულტუროლოგია, კულტურისა და
ხელოვნების მენეჯმენტი და სხვ.
უპირატესობა მიენიჭება ფილოლოგებსა და განათლების მეცნიერებების სტუდენტებს.

2. დეპარტამენტი/სამსახური/ლაბორატორია

სამეცნიერო თანამშრომლობის, პროექტების და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

ვაკანსიების რაოდენობა

5

მოთხოვნები (სასურველია)

როგორც ჰუმანიტარული, ისე სოციალური მეცნიერებების მიმართულების სტუდენტი ან კუსსდამთავრებული. პრეტენდენტთაგან ერთის მიმართ აუცილებელი მოთხოვნაა ინგლისური ენის ცოდნა.

კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა, ინგლისური ენის ცოდნა, კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Windows, word, excel, power point, Photoshop.  (სასურველია) ფოტო და ვიდეო კამერებით გადაღების გამოცდილება/ცოდნა. სტუდენტის სტატუსის შემთხვევაში სასურველია აპლიკანტს ჰქონდეს თავისუფალი დრო, რადგან სამსახურის მოთხოვნაა სტაჟიორმა იმუშავოს კვირაში 15 საათი.

3. დეპარტამენტი/სამსახური/ლაბორატორია

კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის დეპარტამენტი

ვაკანსიების რაოდენობა

2

მოთხოვნები (სასურველია)

ფილოლოგიური მიმართულების სტუდენტი ან კურსდამთავებული;

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Windows, word.

4. დეპარტამენტი/სამსახური/ლაბორატორია

არქივთმცოდნეობის და ელექტრონული არქივის  დეპარტამენტი

ვაკანსიების რაოდენობა

2

მოთხოვნები (სასურველია)

ორივე პოტენციური სტაჟიორის მიმართ საერთოა მოთხოვნა, რომ უნდა იყოს ისტორიის მიმართულების სტუდენტი, მათ შორის, ერთი უნდა იყოს ბაკალავრი. ერთ-ერთ პრეტენდენტს მოეთხოვება რუსული ენის ცოდნა.

 

5. დეპარტამენტი/სამსახური/ლაბორატორია

დიგიტალიზაციის ლაბორატორია

ვაკანსიების რაოდენობა

3

მოთხოვნები (სასურველია)

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Windows, word, excel, power point, Photoshop

 

სტაჟიორთა შერჩევა კონკურსის წესით ხორციელდება.

სტაჟირების განმავლობაში საქართველოს ავტორიზებული და ავტორიზებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტები, ასევე, უმაღლესი განათლების მქონე პირები ცენტრის  დეპარტამენტების, ლაბორატორიებისა და სამსახურების ყოველდღიურ საქმიანობაში სრულფასოვან მონაწილეობას მიიღებენ, გაიღრმავებენ პროფესიულ ცოდნას, შეიძენენ პრაქტიკული მუშაობის უნარ-ჩვევებს.

სტაჟირების სრული კურსის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულებს  ეძლევათ სერთიფიკატი.

სტაჟირების კანდიდატმა  უნდა  წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პირადი განცხადება ცენტრის დირექტორის სახელზე  განაცხადის ფორმა
  • ავტობიოგრაფია CV;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • კურსდამთავრებულისათვის დიპლომის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან; სტუდენტისათვის ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან);
  • ორი ფოტოსურათი (3×4).
  • სამოტივაციო წერილი

სტაჟიორთა კანდიდატების მიღება მოხდება ორ ეტაპად:

  1. პირველი ეტაპი-სტაჟირების კანდიდატები შეირჩევიან წარმოდგენილი სამოტივაციო წერილისა და  CV-ს საფუძველზე;
  2. მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას სტაჟირების კომისიის წინაშე.

საბუთების გამოგზავნა შეგიძლიათ ელ-ფოსტაზე: exb.edu@manuscript.ac.ge ან შეგიძლიათ მოიტანოთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამებისა და მარკეტინგის განყოფილებაში. არასრული სახით წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება. საბუთების მიღების დასრულების შემდეგ კანდიდატებს მიეწოდებათ ინფორმაცია გასაუბრების კომისიის სხდომის თარიღის შესახებ.

საბუთების მიღება დაიწყება  24 სექტებრიდან და დასრულდება 15 ოქტომბერს. 

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთმისამართი: მ. ალექსიძის 1/3

სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ტელ.: (32) 2 47 42 42 (შიდა 106)

577 977 192-  გვანცა ბოჭორიშვილი სტაჟირების პროგრამის კოორდინატორი

საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამებისა და მარკეტინგის განყოფილება