წამლებისა და საკვები პროდუქტების ურთიერთქმედება ხელნაწერებში

25 აპრილს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში წაიკითა მოხსენება მედიცინის დოქტორმა ლუიზა გაბუნიამ თემაზე: „საკვები პროდუქტების და მასში შემავალი აქტიური ინგრედიენტების ზემოქმედება წამალთა მეტაბოლიზმზე და ეფექტურობაზე“. ღონისძიება გაიმართა „სამედიცინო და ვეტერინარული ხელნაწერები საქართველოსა და უცხოეთის სიძველეთსაცავებში“ პროექტის ფარგლებში. მოხსენებაში განხილული იყო წამლებსა და საკვებ პროდუქტებს შორის ურთიერთქმედების საკითხი. საინტერსოა, რომ სამკურნალო საშუალებებსა და საკვებ პროდუქტებს შორის ურთიერთქმედებები განხილულია სამედიცინო შინაარსის ადრეულ ხელნაწერ წიგნებშიც, რაც პროექტის „სამედიცინო და ვეტერინარული ხელნაწერები საქართველოსა და უცხოეთის სიძველეთსაცავებში“ ფარგლებში კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.

https://www.facebook.com/pg/Manuscript.ge/photos/?tab=album&album_id=1824978144225242