სტაჟიორების ნამუშევრების გამოფენა და სერტიფიკატების გადაცემა
25 დეკემბერს, 13:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში სტაჟიორებისათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია. საგამოფენო დარბაზში მოეწყო ასევე ყოფილი სტაჟიორებისა და მოქმედი სტაჟიორებისა ნამუშევრების გამოფენა.
2014 წელს სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატების გადაცემის ღონისძება საგანგებოდ დაიგეგმა და მასში მონაწილეობა თორმეტმა სტაჟიორმა მიიღო.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი 2009 წლიდან ახორციელებს სტაჟირების პროგრამას. 5 წლის განმავლობაში ცენტრში სტაჟირება 400-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა. პროგრამაში ჩართულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყველა სამეცნიერო დეპარტამენტი და ადმინისტრაციული სამსახური. ცენტრში განსხვავებული სპეციფიკის სტრუქტურული ერთეულების არსებობა საშუალებას იძლევა სტაჟირება შევთავაზოთ სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.
ცენტრში სტაჟირების პერიოდში მიღებული ცოდნა და პრაქტიკული უნარები ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს წარმატებით მიიღონ მონაწილეობა დაწესებულებაში სხვადასხვა პოზიციებზე გამოცხადებულ კონკურსებში და უკვე თანამშრომლის სტატუსით შეუერთდნენ ჩვენთან არსებულ სამეცნიერო საქმიანობას.