ხაშურის N9 საჯარო სკოლის ვიზიტი
Posted at h
in სიახლეები
4 აპრილს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა ხაშურის N9 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ საგანგებოდ გამართული გამოფენა “ქართული ისტორიული საბუთები”, რომელზეც წარმოდგენილი იყო: მეფეების – ბაგრატ IV-ის, თამარის, ლაშა-გიორგის, ერეკლე II-ისა და სხვათა მიერ გაცემული საბუთები.
ახალგაზრდებმა საგამოფენო სივრცეში წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე “3 შატბერდული ხელნაწერი”.
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ხელნაწერ მემკვიდრეობაზე სტუმრებს ესაუბრა ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი მიხეილ ქავთარია.