ირანული კულტურის დღე ეროვნულ ბიბლიოთეკაში
11 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ირანული კულტურის დღე გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში გაიხსნა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური სპარსული ხელნაწერები, მათ შორის: ისტორიული დოკუმენტები და მხატვრულ-ისტორიული ნაწარმოებები; ასევე ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში დაცული სპარსულენოვანი ლიტერატურა და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ ირანში გადაღებული ფოტოები. გამოიფინა ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული ირანის რუკები და ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული ატლასიც. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.