ცხადდება სტაჟირება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

კორნელი კეკელიძის სახელობის  საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს სტაჟიორთა ახალი ნაკადის მიღებას კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის დეპარტამენტში

მოთხოვნები:

ჰუმანიტარულ მეცნიერაბათა ფაკულტეტის სტუდენტი ან კურსდამთავრებული. უპირატესობა მიენიჭება ფილოლოგებს.

აუცილებელია კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Windows, word,

 

სტაჟიორთა შერჩევა კონკურსის წესით ხორციელდება.

სტაჟირების განმავლობაში საქართველოს ავტორიზებული და ავტორიზებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტები, ასევე, უმაღლესი განათლების მქონე პირები ცენტრის  დეპარტამენტების, ლაბორატორიებისა და სამსახურების ყოველდღიურ საქმიანობაში სრულფასოვან მონაწილეობას მიიღებენ, გაიღრმავებენ პროფესიულ ცოდნას, შეიძენენ პრაქტიკული მუშაობის უნარ-ჩვევებს.

სტაჟირების სრული კურსის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულებს  ეძლევათ სერთიფიკატი.

სტაჟირების კანდიდატმა ელექტრონული სახით  უნდა  წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პირადი განცხადება ცენტრის დირექტორის სახელზე  განაცხადის ფორმა
  • ავტობიოგრაფია CV;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • კურსდამთავრებულისათვის დიპლომის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან; სტუდენტისათვის ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან);
  • ორი ფოტოსურათი (3×4).
  • სამოტივაციო წერილი

სტაჟიორთა კანდიდატების მიღება მოხდება ორ ეტაპად:

  1. პირველი ეტაპი-სტაჟირების კანდიდატები შეირჩევიან წარმოდგენილი სამოტივაციო წერილისა და  CV-ს საფუძველზე;
  2. მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას სტაჟირების კომისიის წინაშე.საბუთების გამოგზავნა შეგიძლიათ ელ-ფოსტაზე: exb.edu@manuscript.ac.geან შეგიძლიათ მოიტანოთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენისა და განათლების სამსახურში. არასრული სახით წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება.საბუთების მიღების დასრულების შემდეგ კანდიდატებს მიეწოდებათ ინფორმაცია გასაუბრების კომისიის სხდომის თარიღის შესახებ. საბუთების მიღება დაიწყება  22 იანვარს და დასრულდება  2 თებერვალს. დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:მისამართი: მ. ალექსიძის 1/3სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიპროგრამის კოორდინატორი: განათლებისა და გამოფენების განყოფილებატელ.: (32) 2 47 42 42 (შიდა 106)