საგამომცემლო სამსახური
საგამომცემლო სამსახური
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, რის შედეგადაც, ცენტრი დაინტერესებულ საზოგადოებას, პერიოდულად, სთავაზობს სხვადასხვა სახის ბეჭდურ პროდუქციას: სამეცნიერო კრებულებს, ხელნაწერების, ისტორიული საბუთების, პირადი არქივების აღწერილობებსა და კატალოგებს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პერიოდულ გამოცემას, საცნობარო და ბიბლიოგრაფიულ ლიტერატურას, ფუნდამენტურ სამეცნიერო პუბლიკაციებს, საიუბილეო და მიძღვნით კრებულებს და ა.შ. აღსანიშნავია, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გამოცემული ლიტერატურა, რაც ქართული მეცნიერების განვითარებას დიდად უწყობს ხელს. მათ შორისაა: კოდიკოლოგიური გზამკვლევი შუა საუკუნეების ქართული ხელნაწერი; ქართული ბიბლია – რომელიც კონკრეტულ კვლევაზე დაფუძნებული ნაშრომია და მკითხველის ფართო საზოგადოებისთვისაა გნსაზღვრული; ქართული საისტორიო აქტები – იგი განკუთვნილია შუა საუკუნეების ისტორიის სპეციალისტთა და ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის; პირადი არქივების აღწერილობა – რომელიც ჯერჯერობით სამ ტომს წარმოადგენს და მოიცავს: ელენე მეტრეველის, ილია აბულაძისა და ამბროსი ხელაიას პირადი არქივების აღწერილობებს; ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა – მასში თავმოყრილია 140 ქართული ხელნაწერის დაწვრილებითი აღწერილობა; ასევე მნიშვნელოვანია, ქართული აგიოგრაფიული ძეგლების სიმფონია-ლექსიკონები, პირთა ანოტირებული და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონები.
აღსანიშნავია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული ალბომების სერია: ქართული ხელნაწერი; ღვთისმშობელი; ძველი საქართველო; სასიყვერულო ბარათები; აღდგომა და ა.შ.
1971 წლიდან ცენტრი გამოსცემს პერიოდულ გამოცემას ,,მრავალთავი“ (ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი), დღემდე 23 ტომია გამოცემული.
სამსახურის ფუნქციაა:
ცენტრის სხვადასხვა სახის ბეჭდური პროდუქციის (სამეცნიერო კრებულების, ხელნაწერთა, ისტორიულ საბუთთა და პირადი არქივების აღწერილობებისა და კატალოგების, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პერიოდული გამოცემის, საცნობარო და ბიბლიოგრაფიული ლიტერატურის, ფუნდამენტური სამეცნიერო პუბლიკაციების, საიუბილეო და მიძღვნითი კრებულების…) გამოცემის კოორდინირება და სასტამბოდ მომზადება;
ცენტრში მიმდინარე სხვადასხვა პროექტის (გამოფენა, კონფერნცია…) ფარგლებში ბეჭდური პროდუქციის (მოსაწვევი, ბანერი, პლაკატი, პროგრამა, თეზისები, კონფერენციის მასალები…) მომზადება.
სამსახურის მიერ მომზადებულ პროდუქციას ენიჭება ცენტრის გრიფი და საერთაშორისო ნომერი (ISBN).
სამსახურის ამოცანაა, სწორად წარმართოს ცენტრის საგამომცემლო საქმიანობა: განსაზღვროს პრიორიტეტები, ცენტრში მიმდინარე სამეცნიერო პროექტები ხელმისაწვდომი გახადოს სამეცნიერო საზოგადოებისათვის, საგამომცემლო პროდუქციით მოახდინოს ცენტრში დაცული კულტურული მემკვიდრების პოპულარიზაცია და სოციალიზაცია.
თანამშრომლები:
სამსახურის უფროსი | ბერიძე ირმა |
სპეციალისტი | გრძელიშვილი ლანა |
დამკაბადონებელი | პერანიძე ვლადიმერ |