ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე
Posted at h
in სიახლეები
30 სექტემბერს ვაკის პარკში გაიმართა ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი, რომელშიც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიც იღებდა მონაწილეობას. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კუთხესთან დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა ეხილა შემეცნებითი პროგრამა “როგორ იქმნებოდა ხელნაწერი წიგნი შუასაუკუნეების საქართველოში”. ასევე ქაღალდის დამზადების პროცესი, დამზადებულ ქაღალდზე ტექსტის გადაწერა ძველი ქართული კალიგრაფიული ნიმუშების მიხედვით, ხელნაწერი წიგნის აკინძვა და მისი შემკობა.